მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოსკოვი ცდილობს დემოკრატიის დაჩოქებას“ - მიხაილო პოდოლიაკი

მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიითა და ბირთვული იარაღის საფრთხით, რუსეთი ცდილობს დემოკრატიის დაჩოქებას. სამყაროს არ სურდა ესკალაცია, მაგრამ ის არის. ამის შესახებ უკრაინის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

„არ სურდა ესკალაცია? და აი, ეს არის. ანექსიით, „ბირთვული“ მუქარით და ტოტალური მობილიზაციით რუსეთი ეუბნება ცივილიზებულ სამყაროს: „და რას გააკეთებ ჩემთან?“ მოსკოვი ცდილობს დემოკრატიის დაჩოქებას. მოდით, გავაგრძელოთ საუბარი იმაზე, თუ როგორ არ მოხდეს ომის პროვოცირება?“ - წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის გამოცხადებას გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 BAZA: საქართველოში გამგზავრება ორმა რუსმა პოლიციელმა შეძლო

👉 ნორვეგიამ გამოაცხადა მზადყოფნა, დაკეტოს საზღვრები რუსებისთვის - მედია

👉 უკრაინელებმა ხერსონის ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის „ხელმძღვანელის მოადგილე“ გაანადგურეს - მედია

👉„რუსეთის გაუქმების“ დაუფიქრებელი კურსის გატარებით ანგლო-საქსებმა მიაღწიეს მთელი კოლექტიური დასავლეთის უპირობო დამორჩილებას“ - სერგეი ლავროვი

👉 დასავლეთის მიზანია პოსტსაბჭოთა სივრცის კიდევ უფრო დაქუცმაცება - სერგეი ლავროვი