მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მზად ვიყავით, მაგრამ არ ველოდით, რომ სპორტსმენებს, ინტელიგენციას შეეხებოდა - ლავროვი სანქციებზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთი სანქციებისთვის მზად იყო, მაგრამ გაოცებული ვართ, რომ ეს ზომები შეეხო სპორტსმენებს, მედიას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„მზად ვიყავით სანქციებისთვის, მაგრამ არ ველოდებოდით, რომ ის შეეხებოდა სპორტსმენებს, ინტელიგენციის წარმომადგენლებს, მსახიობებს, მედიის წარმომადგენლებს“, - განაცხადა ლავროვმა.

ლავროვი ამბობს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უარი განაცხადეს რუსეთთან თანამშრომლობაზე „ახალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, ასევე, განაცხადა, რომ მოსკოვი არ დაუშვებს რუსეთზე პირდაპირი თავდასხმის საფრთხეს უკრაინის ტერიტორიიდან.

„ჩვენ აღარ შეგვიძლია დავუშვათ, რომ რუსეთზე პირდაპირი თავდასხმის საფრთხე უკრაინის ტერიტორიიდან მოვიდეს“, - აღნიშნა ლავროვმა.

ცნობისთვის, ეკონომიკური სანქციების გარდა, დასავლეთმა რუსი სპორტსმენები შეჯიბრებიდან დაბლოკა, სანქციონირებულთა სიაში მოხვდა პროპაგანდისტული მედია, ასევე, ოლიგარქები.

იხილეთ აგრეთვე:

📣 რუსეთი პოლიტიკურ მარტოობას არ განიცდის - სერგეი ლავროვი

📣  პუტინი უკრაინის აღებას რამდენიმე დღეში გეგმავდა

📣 საბრძოლო მასალა სათამაშოში - კიევში 5 დივერსანტი დააკავეს (ფოტოები)

📣 პუტინი უკრაინის ხელში ჩაგდებას სამ დღეში ელოდა - ტყვე

📣 კრემლი იანუკოვიჩის უკრაინის პრეზიდენტად დასახელებას გეგმავს

📣 2 000-ზე მეტი უკრაინელი დაიღუპა რუსეთის სამხედრო შემოჭრის შედეგად

📣 ყირიმში განლაგებული რუსული ბრიგადა ომში მონაწილეობაზე უარს ამბობს