მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის არმიამ რუსული საიდუმლო დოკუმენტები მოიპოვა, რომელშიც დეტალურად წერია ომის დაწყების და დასრულების თარიღები

საიდუმლო დოკუმენტი

უკრაინელებმა მოიპოვეს რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის 810-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის ერთ-ერთი დანაყოფის დოკუმენტები, რომელიც არის  უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის და დამტკიცებულია 18 იანვარს. ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების სარდლობა სოციალურ ქსელში წერს.

👉 რუსეთ-უკრაინის ომი - უახლესი ამბები (Live)

„უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფის წარმატებული მოქმედებების წყალობით, რუსი დამპყრობლები კარგავენ არა მხოლოდ აღჭურვილობას და ადამიანურ ძალას, არამედ პანიკაში არიან და ისინი, ასევე, ტოვებენ საიდუმლო დოკუმენტებს. ასე რომ, ჩვენს განკარგულებაშია რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო  810-ე ცალკეული ბრიგადის ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის ერთ-ერთი დანაყოფის დაგეგმვის დოკუმენტები. მიღებულ დოკუმენტებს შორისაა სამუშაო რუკა, საბრძოლო დავალება, გამოძახების ცხრილი, საკონტროლო სიგნალის ცხრილები, ფარული მართვის ცხრილები, სამხედროების სია და ა.შ.“, - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ცნობილია, რომ უკრაინასთან ომის დაგეგმვის დოკუმენტები დამტკიცდა 18 იანვარს, ხოლო თავად უკრაინის ხელში ჩაგდების ოპერაცია 15 დღე უნდა გაგრძელებულიყო. კერძოდ, 20 თებერვლიდან 6 მარტამდე.

„ასე რომ, როდესაც კიდევ ერთხელ ერთ-ერთი ტყვე იტყვის, რომ სასწავლებლად მოვიდა და დაიკარგა - არ დაიჯეროთ! იცოდნენ, საგულდაგულოდ დაგეგმეს და მოემზადნენ. ჩვენ კი ერთს ვეტყვით რუს ოკუპანტებს: დატოვეთ თქვენი აღჭურვილობა და საიდუმლო დოკუმენტები მომავალში, ისინი დაგვჭირდება, პირველი ჩვენი დამცველებისთვის, მეორე კი ჰააგასთვის“, - წერს უკრაინის გაერთიანებული ძალების სარდლობა.

ამავე თემაზე:

📣 „მე კი შენთვის ერთ გროშსაც არ გადავიხდიდი“ - ანდრეი ბილეცკი კადიროვს პასუხობს

📣 „ეს არის „ჰოლოკოსტი“, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ადამიანების მოკვლა“ - დონალდ ტრამპი

📣 „პირველად ომის შვიდი დღის განმავლობაში უკრაინული შენაერთები შეტევაზე გადავიდნენ“ - ალექსი არესტოვიჩი

📣 „16 ქვეყნიდან 1000-ზე მეტი მოხალისე უკვე მოდის“ - დმიტრო კულება

📣 13 ევროპარლამენტარი, რომლებმაც მხარი არ დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას

📣 დღეს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება

📣 ყირიმში განლაგებული რუსული ბრიგადა ომში მონაწილეობაზე უარს ამბობს

📣 უკრაინელმა ჯარისკაცებმა ზოგიერთ საზღვრისპირა რეგიონში რუსებს უკან დახევა აიძულეს

📣 რუსმა სამხედროებმა გემზე ბუნტი მოაწყვეს