მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი ბირთვული ომის დაწყების ზღვარზეა - Bloomberg

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბირთვული ომის დაწყების ზღვარზეა. ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ განცხადებებით იგი დასავლეთის დაშინებას ცდილობს, - ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ის სტატიაშია აღნიშნული. 

📢 რა სახის ზიანს გამოიწვევს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება და რამდენად შორს გავრცელდება რადიაცია? - ვაშინგტონის „შეიარაღების კონტროლის ასოციაციის“ დირექტორის განმარტება

გამოცემა წერს, რომ რუსული შორი მოქმედების რაკეტები და ბომბდამშენები მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში არიან. გარკვეული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, იარაღის საცავიდან გატანა და სხვა ადგილას გადატანა ერთ დღეს წაიღებს, რაც თანამგზავრების ან სხვა საშუალებების გამოყენებით დასავლეთისთვისაც ცნობილი გახდება.

მსგავსი მომზადების ნიშნები ჯერჯერობით არ არსებობს და ბირთვული საფრთხეები მხოლოდ სიტყვებად რჩება. იმის გამო, რომ რუსული ძალები უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის ფონზე დაპყრობილ ტერიტორიებს სტაბილურად კარგავენ, კრემლი შემდგომი ესკალაციისა და ბირთვული ომის მუქარით შიშის დათესვას ცდილობს. 

📢 პუტინი ბირთვული ესკალაციისთვის მზადაა და საცდელ აფეთქებას უკრაინის საზღვართან გეგმავს - The Times

სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს მუქარა არის კრემლის მცდელობის ნაწილი, დააშინოს შეერთებული შტატები და ევროპა, რათა შეწყვიტონ უკრაინის მხარდაჭერა და აიძულონ კიევი დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან მოსკოვის პირობებით.

თუ რუსეთი საწადელს ვერ მიაღწევს, პუტინმა შესაძლებელია, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღოს. დიდი ალბათობით, საჩვენებელი დარტყმისთვის რუსეთი რომელიმე სამხედრო ობიექტს აირჩევს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რუსეთი მოლდოვას გაზის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება

✔️ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ იგი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს

✔️ კადიროვმა და პრიგოჟინმა საჯაროდ შეარყიეს პუტინის ავტორიტეტი - ISW

✔️ რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში მოსახლეობა საკვების მისაღებად რიგებში საათობით დგას

✔️  ლიმანში დამარცხებამ რუსეთის ფედერაციას უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა, ვიდრე კიევიდან და ხარკოვიდან წასვლამ - ანალიტიკოსები