რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გარემოცვაში არავის სჯერა უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში მისი გამარჯვების. ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გენადი გუდკოვმა განაცხადა.
გუდკოვის თქმით, რუსეთის ფედერაციის რესურსები ამოწურულია და არც ერთ სერიოზულ ქვეყანას არ სურს კრემლთან ურთიერთობა.
„არანაირი რესურსი არ არსებობს. თუ რაიმეს გაკეთება შეეძლოთ, ამას დიდი ხნის წინ გააკეთებდნენ. მათ არაფერი აკავებთ, არც მორალური, არც ადამიანური, არ აქვთ არც თანაგრძნობა და არც სინდისი“, - თქვა პოლიტიკოსმა.
მანამდე, რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, „გამარჯვებისთვის საკმარისი რესურსები გვაქვს - არა მხოლოდ მატერიალური, არამედ ინტელექტუალური“.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 ევროკავშირი უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს - Bloomberg
👉 უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა - სიის სათავეში პუტინის ქალიშვილები არიან