მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსებმა ირპენში New York Times-ის ჟურნალისტი დახვრიტეს

ჟურნალისტი

რუსმა დამპყრობლებმა ქალაქ ირპენში New York Times-ის 51 წლის ჟურნალისტი ბრენტ რენო დახვრიტეს. დაშავდა კიდევ ერთი ჟურნალისტი. ამის შესახებ rbc-ukraine კიევის ოლქის პოლიციის უფროსის ანდრეი ნებიტოვის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

„რა თქმა უნდა, ჟურნალისტის პროფესია რისკს შეიცავს, მაგრამ აშშ-ის მოქალაქემ ბრენტ რენომ სიცოცხლე გაწირა იმისთვის, რომ აგრესორის მზაკვრულ სისასტიკეს და დაუნდობლობას შუქი მოჰფენოდა“, - განაცხადა ნებიტოვმა.

ჟურნალისტის გარდაცვალებას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო გამოეხმაურა:

„ოკუპანტები ცინიკურად კლავენ საერთაშორისო მედიის ჟურნალისტებსაც კი, რომლებიც ცდილობენ, აჩვენონ სიმართლე უკრაინაში რუსული ჯარების სისასტიკეზე. დღეს ირპენში დახვრიტეს მსოფლიოში ცნობილი მედიის New York Times-ის 51 წლის კორესპონდენტი“, - განაცხადა გერაშჩენკომ.

გერაშჩენკოს ცნობით, კიდევ ერთი ჟურნალისტია დაჭრილი და ის საბრძოლო ზონიდან გამოჰყავთ.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააფრთხილა რუსეთი, რომ ამერიკელ მოქალაქეებზე თავდასხმის შემთხვევაში სახელმწიფოს პასუხი მძლავრი და მყისიერი იქნებოდა.

განახლება:

New York Times გარდაცვლილ ჟურნალისტთან დაკავშირებით ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც გამოცემამ ტვიტერზე დაწერა, ბრენტ რენო მათთან 2015 წლამდე მუშაობდა და ამჟამად მათი თანამშრომელი არ იყო.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

✔️ „რამზან კადიროვი უკრაინაში ჩავიდა და ივანკოვოში იმყოფება“ - ანტონ გერაშჩენკო

✔️ ჩერნიგოვში უკრაინელებმა კიევისკენ მიმავალი რუსული სატანკო კოლონა გაანადგურეს

✔️ ვლადიმერ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ არის - თურქული მხარე

✔️ მელიტოპოლში რუსებმა მერის მოვალეობის შემსრულებლად საკრებულოს დეპუტატი „ოპოზიციური ბლოკიდან“ გალინა დანილჩენკო დანიშნეს

✔️ კიევი ბლოკადისთვის მზადაა - უკრაინული მედია

✔️ 🎥მელიტოპოლში რუსმა სამხედროებმა კომენდანტის საათი დააწესეს და ხალხს ქუჩაში გასვლას უკრძალავენ

✔️ მარიუპოლში უკრაინელმა სამხედროებმა რუსების 6 ტანკი გაანადგურეს და 12 სამხედრო ტყვედ აიყვანეს