მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსებმა T-14 „არმატა“ ტანკები მოამზადეს ომისთვის, მაგრამ არ ჩქარობენ გამოყენებას, რადგან მათ საბრძოლო შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ - ბრიტანული დაზვერვა

T-14 არმატა ტანკი

რუსებმა თავიანთი T-14 „არმატა“ ტანკები მოამზადეს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის, მაგრამ დამპყრობლები არ ჩქარობენ მათ გამოყენებას, რადგან მათ საბრძოლო შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ.

როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მოხსენებაშია ნათქვამი, რუსეთის ფედერაციამ მოამზადა T-14-ების მცირე პარტია და ეს იქნება ამ ტანკების პირველი გამოცდა ბრძოლაში. მაგრამ რუსი ოკუპანტები ვერ ბედავენ მათ გაშვებას უკრაინაში მათი „საეჭვო მდგომარეობის“ გამო. 

ბრიტანულმა დაზვერვამ ეს იმით ახსნა, რომ ადრე რუსი ოფიციალური პირები საუბრობდნენ T-14-ის ძრავასთან და ზოგიერთ სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

ამავდროულად, ბრიტანულმა დაზვერვამ გაიხსენა, რომ 2021 წელს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ 2022 წელს ამ ტანკების წარმოებაზე ისაუბრა, როგორც „ექსპერიმენტულზე“.

„აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე გამოშვებული T-14 იყოს სტანდარტის შესაბამისი და გამოსაყენებლად მზად“, - აღნიშნავს ბრიტანული დაზვერვა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსეთმა დეპორტირებული უკრაინელების მობილიზება დაიწყო - ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაცია

👉 საჰაერო განგაში მთელს უკრაინაში - რუსებმა ბელორუსიაში მოიერიშე თვითმფრინავები გაუშვეს

👉 ძალიან დავარდნილი აქვს ჰემოგლობინი და რკინა, რის გამოც გული მისდის ყოველ წუთში - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

👉 ბოლო დღეებში მესამე ეპიზოდი ჰქონდა გონების კარგვის, ასეთი ადამიანი პალატაში გყავდეს წარმოუდგენელია, უნდა იყოს რეანიმაციაში - შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე

👉 „სიმპტომები აქვს, რაც არის კოვიდის მსუბუქი ფორმისთვის დამახასიათებელი, არც ყოფილა საუბარი რეანიმაციაში გადაყვანაზე“ - ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილზე