მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო დღეებში მესამე ეპიზოდი ჰქონდა გონების კარგვის, ასეთი ადამიანი უნდა იყოს რეანიმაციაში - შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე

ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ბოლო დღეებში სამჯერ დაკარგა გონება.

„დედა იყო შესული მასთან და გონების კარგვის კიდე ერთი ეპიზოდი ჰქონდა, ბოლო დღეებში მესამე ეპიზოდი. ტემპერატურა აქვს და სხვა სიმპტომები რაც კოვიდს ახასიათებს და პლუს კიდევ იმ დაავადებების, რაც მას გააჩნია. ასეთი ადამიანი პალატაში გყავდეს წარმოუდგენელია, მე ვფიქრობ, რომ, ალბათ, უნდა იყოს რეანიმაციაში.

ახლა საერთოდ ვერ გადაადგილდება, დამხმარე საშუალებით გადაადგილდებოდა, ახლა მაგითაც ვერ გადაადგილდება. მისი სიცოცხლე არის აშკარად საფრთხეში, სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ყველანაირი ზომები, რომ მისი სიცოცხლე გადაარჩინოს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „სიმპტომები აქვს, რაც არის კოვიდის მსუბუქი ფორმისთვის დამახასიათებელი, არც ყოფილა საუბარი რეანიმაციაში გადაყვანაზე“ - ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილზე

👉 უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა მემკვიდრეობით მიღებული 1 მილიონი დოლარი უკრაინის არმიას შესწირა - მედია

👉 რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურას 138 მილიარდი დოლარის ზიანი მიაყენა

👉 თავი ეჭრება ქვეყანას, ხალხნო, სახელმწიფოებრივად იაზროვნეთ სულ ოდნავ მაინც, ვაიძულოთ ხელისუფლება თანამონაწილენი არ გაგვხადონ მკვლელობის - თაკო ჩარკვიანი სააკაშვილზე