მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სიმპტომები აქვს, რაც არის კოვიდის მსუბუქი ფორმისთვის დამახასიათებელი, არც ყოფილა საუბარი რეანიმაციაში გადაყვანაზე“ - ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილზე

ვივამედის კლინიკური დირექტორი

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას აქვს კოვიდისთვის დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები.

მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა არ საჭიროებს რეანიმაციაში გადაყვანას.

„სტაბილურია მისი მდგომარეობა. სიმპტომები რაც არის კოვიდისთვის დამახასიათებელი, მსუბუქი ფორმისთვის უფრო. შეიკრიბა კონსილიუმი, არც ყოფილა საუბარი რეანიმაციაში გადაყვანაზე იმიტომ, რომ მისი პარამეტრები, ეს იქნება ჰემოდინამიკური მაჩვენებლები თუ სუნთქვის პარამეტრები არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას. დაინფიცირებასთან დაკავშირებით მუშაობს ამაზე ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური, გაიტესტა უმრავლესობა და პასუხი ყველასი უარყოფითია, ვინც დარჩენილია სხვებიც გაიტესტებიან“, - განუცხადა ჩხაიძემ „მთავარ არხს“.

ცნობისთვის, სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ბოლო დღეებში მესამე ეპიზოდი ჰქონდა გონების კარგვის, ასეთი ადამიანი პალატაში გყავდეს წარმოუდგენელია, უნდა იყოს რეანიმაციაში - შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე

👉 უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა მემკვიდრეობით მიღებული 1 მილიონი დოლარი უკრაინის არმიას შესწირა - მედია

👉 რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურას 138 მილიარდი დოლარის ზიანი მიაყენა

👉 თავი ეჭრება ქვეყანას, ხალხნო, სახელმწიფოებრივად იაზროვნეთ სულ ოდნავ მაინც, ვაიძულოთ ხელისუფლება თანამონაწილენი არ გაგვხადონ მკვლელობის - თაკო ჩარკვიანი სააკაშვილზე