მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი, დიდი ალბათობით, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის ოლქებზე კონტროლის გაფართოებას ვერ შეძლებს - ბრიტანული დაზვერვა

რუსი სამხედროები

რუსეთი უკრაინაში თავის მიზანს ვერ მიაღწევს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებზე კონტროლი გააფართოოს, - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება

დაზვერვის ცნობით,  2022 წლის 8 დეკემბერს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ხელახლა ჩამოაყალიბა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ძირითადი მიზნები. მისი თქმით, რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანი დონბასისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის მცხოვრებლების „დაცვა“ იყო, თუმცა ის ამტკიცებდა, რომ ამ ტერიტორიების „გათავისუფლებისთვის“ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. პესკოვის განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ამჟამინდელი ომის მინიმალური პოლიტიკური მიზნები უცვლელია.

ბრიტანული დაზვერვის თქმით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონების ხელში ჩაგდებას ცდილობს. ამავდროულად, რუსეთის პრიორიტეტად, ისევე როგორც ადრე, რჩება დონეცკის რეგიონი, სადაც ოკუპანტები ცდილობენ რეგიონის სიღრმეში წინსვლას. 

ამასთან უწყების შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის სტრატეგიამ მიზნებს მიაღწიოს.

„რუსი სამხედროები, დიდი ალბათობით, ამჟამად ვერ შეძლებენ ეფექტური დამრტყმელი ძალის შექმნას, რომელსაც შეუძლია ამ ტერიტორიების აღება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის სახმელეთო ძალებმა, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, ოპერატიულად მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიონ“, - აღნიშნულია ანგარიშში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმები ოკუპანტის ლოჯისტიკის წინააღმდეგ და რუსეთის ფედერაციის მცირე წარმატებები ბახმუტთან - საბრძოლო რუკები

👉 „ვაგნერის“ შტაბ-ბინაზე იერიში მივიტანეთ, იქ მყოფთა უმრავლესობა მოკვდა - სერგეი გაიდაი

👉 რუსეთი ლუკაშენკოს ომში ჩართვისკენ უბიძგებს - ISW

👉 უკრაინა დღეს მოლდოვას თავისუფლებასაც იცავს - მაია სანდუ

👉 დიახ, ჩვენ ვბომბავთ უკრაინის ინფრასტრუქტურას, მაგრამ პირველად ვინ დაიწყო ეს? - ვლადიმერ პუტინი