მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთი უკრაინას თავს არ დასხმია“ - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თურქეთში მის უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი სხვა ქვეყანაზე თავდასხმას არ აპირებს. 

👉 რუსეთ-უკრაინის ომი - უახლესი ამბები (Live)

მისივე თქმით, რუსეთი არ აპირებს სხვა ქვეყნებზე თავდასხმას და დასძინა, რომ რუსეთი თავს უკრაინასაც კი არ დასხმია. 

„ვგეგმავთ თუ არა სხვა ქვეყნებზე თავდასხმას? ჩვენ არ ვგეგმავთ სხვა ქვეყნებზე თავდასხმას, ჩვენ არც უკრაინას დავსხმივართ თავს. უკრაინის თაობაზე ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ: შეიქმნა სიტუაცია, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას. ამიტომ არის საჭირო უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, რათა იქ არ განვითარდეს ნეონაცისტური სახელმწიფო“, - განაცხადა ლავროვმა. 

ლავროვის განცხადებები თურქეთში დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ:

მარიუპოლის ე.წ. სამშობიარო აზოვის ბატალიონის ბაზად გამოიყენებოდა - სერგეი ლავროვი

პრეზიდენტი პუტინი ზელენსკისთან შეხვედრაზე უარს არ ამბობს - სერგეი ლავროვი 

„არავინ აპირებდა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას“ - სერგეი ლავროვი

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

✔️ ზახაროვა ევროპას - როდის გაჩერდებით?

✔️ რუსმა ოკუპანტებმა ოდესის შტურმი გადაიფიქრეს - ოდესის სამხედრო ადმინისტრაცია

✔️ რა არის თერმობარული იარაღი და როგორ მუშაობს ის?

✔️ პუტინმა უკრაინაში ოთხი დიდი შეცდომა დაუშვა - სტივენ პაიფერი

✔️ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს „გაყინავს“, ეს 10 დღის საქმეა - Bellingcat

✔️ „უზარმაზარი დანაკარგის გამო, რუსულ ჯარში პანიკაა“ - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

✔️ რუსებმა ირპენის მერს სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ ქალაქის დათმობა შესთავაზეს - რა პასუხი მიიღეს მათ