მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსმა ოკუპანტებმა ოდესის შტურმი გადაიფიქრეს - ოდესის სამხედრო ადმინისტრაცია

რუსული სადესანტო ხომალდი

რუსმა ოკუპანტებმა ზღვიდან ქალაქ ოდესის შტურმი გადაიფიქრეს. საბრძოლო ხომალდები ყირიმში დაბრუნდნენ. ამის შესახებ racurs.ua იუწყება. 

👉 რუსეთ-უკრაინის ომი - უახლესი ამბები (Live)

ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ბარჩუკის ინფორმაციით, ოკუპანტების გემები ტარხანკუტის კონცხთან და დონუზლავის ტბასთან გადაინაცვლეს. ეს მიუთითებს, რომ მტერი ახლო მომავალში ოდესასთან დესანტის გადასხმას არ გეგმავს.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, აგრესორები გააჩერეს ხერსონის, ნიკოლაევის, კრივოი როგის, ვოზნესენსკის და ნოვოვორონცოვკის მიმართულებით. 9 მარტს „სუ-25“-ის ტიპის 4 მოიერიშე თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი იყო განადგურებული.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოდესის მახლობლად დესანტის გადასხმის ოპერაცია ჩაიშალა, რადგანაც რუსულ სადესანტო ხომალდზე ბუნტი მოხდა. რუსმა სამხედროებმა სადესანტო ოპერაციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ზახაროვა ევროპას - როდის გაჩერდებით?

✔️ „რუსეთი უკრაინას თავს არ დასხმია“ - სერგეი ლავროვი

✔️ რა არის თერმობარული იარაღი და როგორ მუშაობს ის?

✔️ პუტინმა უკრაინაში ოთხი დიდი შეცდომა დაუშვა - სტივენ პაიფერი

✔️ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს „გაყინავს“, ეს 10 დღის საქმეა - Bellingcat

✔️ „უზარმაზარი დანაკარგის გამო, რუსულ ჯარში პანიკაა“ - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

✔️ რუსებმა ირპენის მერს სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ ქალაქის დათმობა შესთავაზეს - რა პასუხი მიიღეს მათ