მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა ევროკავშირის 18 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირიდან 19 რუსი დიპლომატის გარიცხვის საპასუხოდ, 18 ევროპელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC News იუწყება.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსულმა მხარემ „წლების განმავლობაში ნაშენები ურთიერთობის დანგრევაზე“ პასუხისმგებლობა ევროკავშირს დააკისრა.

„რუსულმა მხარემ ათწლეულების განმავლობაში ნაშენები ორმხრივი დიალოგისა და თანამშრომლობის ნგრევაზე ევროკავშირს პასუხისმგებლობა დააკისრა და ევროკავშირის მიერ 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების ვენის კონვენციის მოთხოვნების მკაცრი დაცვის აუცილებლობა აღინიშნა“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 მსოფლიო უნდა მოემზადოს, რადგან პუტინმა ბირთვული იარაღი შეიძლება ნამდვილად გამოიყენოს - ზელენსკი

👉 აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი უკრაინაში, სავარაუდოდ უახლოეს 24 საათში ჩავა

👉 გაერო: რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო, უკრაინელ ლტოლვილთა რიცხვი 5 მილიონს უახლოვდება

👉 კიევის რეგიონში 900 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

👉 TASS: ჩაძირული კრეისერის „მოსკვას“ ეკიპაჟი სევასტოპოლში გადაიყვანეს