მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთს არ სურს მოლაპარაკება - ის მხოლოდ ულტიმატუმებს აყენებს“ - მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი

მიუხედავად რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების განცხადებისა, რომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის, ისინი მხოლოდ ულტიმატუმებს აყენებენ, ამიტომ ასეთ პირობებში კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარება შეუძლებელია - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა იტალიურ გამოცემა La Repubblica-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთს არ სურს მოლაპარაკება - ის მხოლოდ ულტიმატუმებს აყენებს. თუ რუსული არმია დატოვებს უკრაინის მთელ ტერიტორიას, მათ შორის ყირიმს, მოლაპარაკებები შეიძლება განახლდეს“, - აღნიშნა მიხაილო პოდოლიაკმა.

მან, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ანექსია, ისევე როგორც ამ ტერიტორიებზე ჩატარებული ფსევდორეფერენდუმები, არაფერს ცვლის უკრაინისთვის - ეს რეგიონები იყო და რჩება უკრაინული და უკრაინის არმია იბრძვის მათი გათავისუფლებისთვის.

„რეფერენდუმებს არ აქვთ იურიდიული ძალა საერთაშორისო სამართლის მიხედვით და უკრაინა მზად არის ყველაფრისთვის, რათა დაიბრუნოს ისინი. ამას ჩვენი ხალხი გვთხოვს. ეს იყო ყალბი ხმები, რომელთანაც მათ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. ხმის მისაცემად წასულებს მიუთითეს მანქანაზე და უბრძანეს: ხმა მიეცი! ამიტომ ჩვენი კონტრშეტევები გრძელდება“, - განაცხადა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა.

რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარასთან დაკავშირებით, მიხაილო პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ბირთვული კონფლიქტის შანსი დაბალია, მაგრამ არსებობს - და თუ მსოფლიო - ვგულისხმობ მსოფლიოს სამოქალაქო ნაწილს - დაუშვებს საერთაშორისო ბირთვული უსაფრთხოების სრულ კოლაფსს, ჩვენ გვექნება კატასტროფული შედეგები არა მხოლოდ უკრაინისთვის“, - დასძინა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, შესაძლო ბირთვულ თავდასხმაზე პასუხი უნდა იყოს გლობალური -  ევროკავშირისა და ნატოს ფარგლებში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ პუტინი არავის ანგარიშს არ უწევს, თავისი აკვიატებული იდეაფიქსი აქვს - კობა ლიკლიკაძე

✔️ რა შემთხვევაში გამოიყენებს პუტინი ბირთვულ იარაღს?

✔️ უკრაინის ძალები ლიმანში შევიდნენ

✔️ უკრაინის შეიარაღებული ძალები ლიმანს უახლოეს 72 საათში დაიბრუნებენ - ISW

✔️ „შეწყვიტეთ ცეცხლი დაუყოვნებლივ, დავიწყოთ მოლაპარაკება - ამისთვის მზად ვართ“ - ვლადიმერ პუტინი კიევს