მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთთან მოლაპარაკებები შესაძლოა, აგვისტოს ბოლოს განახლდეს, ანუ მას შემდეგ, რაც უკრაინელები ზოგიერთ ადგილას კონტრშეტევას განახორციელებენ“ - დავით არახამია

ზელენსკის ოფისის წარმომადგენელი

უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ და რუსეთთან მოლაპარაკებების ჯგუფის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ ახლა უკრაინული მხარე არ განიხილავს რუსეთთან მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას. თუმცა ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს აგვისტოს ბოლოს, ანუ მას შემდეგ, რაც „უკრაინის შეიარაღებული ძალები ზოგიერთ ადგილას კონტრშეტევას განახორციელებენ“.

მისი თქმით, უკრაინას შეუძლია, განაახლოს სამშვიდობო მოლაპარაკებები აგრესორთან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფრონტზე მისი პოზიციები გაძლიერდება.

როგორც არახამიამ აღნიშნა, უკრაინისთვის მინიმალური მისაღები გარიგება იქნება ის, რომ „რუსები ნებაყოფლობით დაიხევენ იმ პოზიციებზე, სადაც იყვნენ 24 თებერვლამდე“. ამის შემდეგ კი, შესაძლებელი იქნება ყველა სუვერენული ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დაბრუნებაზე საუბარი.

„ჩვენ შეგვიძლია, განვიხილოთ ისეთი სახის პოლიტიკური შეთანხმება, როგორიც ჩვენ შევთავაზეთ სტამბოლში. მაგალითად, რამდენიმე წელი ყირიმის საკითხს არ შევეხებით“, - დასძინა არახამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ჩვენ უკრაინას მივაწვდით ანტიბალისტიკურ სისტემას, რომელსაც შეუძლია, გადაარჩინოს ოდესა ან კიევი“ - ოლაფ შოლცმა პირობა დადო, რომ გერმანული იარაღი უკრაინაში დროულად ჩავა

👉 „პუტინს სურდა, რუსეთი ძლევამოსილ ქვეყნად ექცია, მაგრამ ის გარიყულად აქცია, კრემლის ერთადერთი მოკავშირე სირიაა“ - მიხაილო პოდოლიაკი

👉 კანადამ უკრაინისთვის დამატებით 733 მილიონი აშშ დოლარი გამოყო

👉 „უკრაინა იმ საზღვრებში აღარ არსებობს, რომელშიც ადრე იყო და აღარასდროს იარსებს“ - მარია ზახაროვა

👉 ბელორუსია უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ემზადება, თავს ორი მიმართულებით დაესხმება - ოლეგ ჟდანოვი