მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსი ოკუპანტების აგრესიის შედეგად უკრაინაში 572-ზე მეტი ბავშვი დაშავდა

ბავშვები უკრაინაში

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად 572-ზე მეტი ბავშვი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. 

„რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 572-ზე მეტი ბავშვი დაშავდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაღუპული ბავშვების ოფიციალური რაოდენობა არ შეცვლილა, მათი რიცხვი 205-ს შეადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის გენპროკურატურის ინფორმაციით, ეს მონაცემები არ არის საბოლოო, გამომდინარე იქიდან რომ საომარი მოქმედებები გამო დაზუსტება ვერ ხერხდება. 

არასრულწლოვანთა პროკურორების ინფორმაციით, ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ დონეცკის ოლქში, კიევში, ხარკოვში, ჩერნიგოვში, ხერსონში, ლუგანსკში, ჟიტომირსა და სუმში. 

როგორც Ukrinform იტყობინება, უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომ რუსმა აგრესორებმა მარიუპოლიდან რუსეთში 13 უკრაინელი ობოლი ბავშვის უკანონო დეპორტაცია მოახდინეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „გვჯერა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უახლოეს კვირებში მოხდება“ - ზელენსკიმ EU-ს ელჩს კითხვარი გადასცა

👉 გაერო: რუსეთის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებიდან, ქვეყანაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

👉 „განადგურება, სიკვდილი, აფეთქებები“ - ბელორუსია ევროკავშირის სამ ქვეყანას ომით ემუქრება

👉 უკრაინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ივნისისთვის ელოდება