მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გვჯერა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უახლოეს კვირებში მოხდება“ - ზელენსკიმ EU-ს ელჩს კითხვარი გადასცა

ზელენსკი და ევროკავშირის ელჩი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის დელეგაციის ელჩს შევსებული კითხვარი ოფიციალურად წარუდგინა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას სჯერა, რომ ამ ნაბიჯით უკრაინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს რამდენიმე კვირაში მოიპოვებს.

მისი განცხადებით, იმის გათვალისწინებით, თუ რა ფასი გადაიხადა უკრაინელმა ხალხმა დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის გზაზე, დოკუმენტზე პასუხი, თავისი არსით უკრაინისათვის მნიშვნელოვანი იქნება.

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ეს პროცედურა [კანდიდატის სტატუსის მინიჭება] უახლოეს კვირებში მოხდება, რაც  ჩვენი ხალხის ისტორიისთვის პოზიტიური იქნება, იმის გათვალისწინებით, თუ რა ფასი გადაიხადეს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის გზაზე“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა განაცხადა შეხვედრის დროს.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კითხვარი ვოლოდიმირ ზელენსკის 8 აპრილს, კიევში ვიზიტის დროს გადასცა და პირობა დადო, რომ ამ საკითხზე მუშაობას სწრაფად დაიწყებდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 გაერო: რუსეთის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებიდან, ქვეყანაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

👉 „განადგურება, სიკვდილი, აფეთქებები“ - ბელორუსია ევროკავშირის სამ ქვეყანას ომით ემუქრება

👉 უკრაინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ივნისისთვის ელოდება

👉 იზიუმის მიმდებარედ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსებისგან რამდენიმე დასახლება გაანთავისუფლეს

👉 პუტინმა შესაძლოა, ნატოს ბაზაზე შეტევა განახორციელოს - ბრიტანეთის უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი

👉 იტალია მიიჩნევს, რომ ევროკავშირს რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება უფრო სწრაფად შეუძლია