მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სასწრაფოდ გვჭირდება იარაღი“ - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

„ნატოს წევრ ქვეყნებს მოვუწოდებ მიაწოდონ ჩვენს ქვეყანას ყველა საჭირო იარაღი რუსეთის არმიის დასამარცხებლად“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბრიუსელში ნატოს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად და მოკავშირეებთან ორმხრივი შეხვედრების გასამართად ჩამოვედი. ჩემი დღის წესრიგი მარტივია, იქ მხოლოდ სამი პუნქტია, ეს არის - იარაღი, იარაღი და იარაღი. დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინის დახმარების საუკეთესო გზა ახლა ყველა იმ აუცილებლობით უზრუნველყოფაა, რაც საჭიროა პუტინის შესაჩერებლად და რუსეთის არმიის დასამარცხებლად“, - აღნიშნა მინისტრმა. 

მან დასძინა, რომ ბოლო კვირებში უკრაინის არმიამ და ხალხმა აჩვენა, რომ მათ იციან როგორ იბრძოლონ და გაიმარჯვონ, თუმცა ამ გამარჯვებებს თან ახლავს უზარმაზარი მსხვერპლი.

„რაც მეტ იარაღს მივიღებთ და რაც უფრო მალე ჩავა უკრაინაში, მით უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე გადარჩება, მით მეტი ქალაქი და სოფელი არ განადგურდება. ეს არის ჩემი გზავნილი მოკავშირეებისთვის. ძალიან მარტივია და მოვუწოდებ ყველა მოკავშირეს, გადადონ ყოველგვარი ეჭვი, უნებისყოფობა და მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც მას სჭირდება და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, დღეს იარაღი ემსახურება მსოფლიოს მიზნებს“, - ხაზგასმით აღნიშნა კულებამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 დიდი ბრიტანეთი უკრაინას ჯავშანმანქანებს მიაწვდის - The Times

🔴 რუსეთმა მთლიანად გაიყვანა ჯარები კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებიდან - პენტაგონი

🔴 „შეუძლებელია იმის ცოდნა, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, თუმცა უკრაინას ომის მოგება შეუძლია“ - ჯონ კირბი

🔴 „რუსეთთან ურთიერთობის ხანა დასრულდა“ - ლიზ ტრასი

🔴 აშშ-ის სენატმა უკრაინის დასახმარებლად „ლენდ-ლიზის“ პროგრამის ამოქმედებას მხარი დაუჭირა

🔴 ვინ არიან პუტინის შვილები?

🔴 რუსეთი მიზანმიმართულ გენოციდს ახორციელებს - დენის შმიგალი

🔴 „პუტინის კატასტროფის დასაწყისი“ - ფირტაში რუსეთის შეჭრაზე

🔴 რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ წლების განმავლობაში გაგრძელდება - ამერიკელი გენერალი