მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთთან ურთიერთობის ხანა დასრულდა“ - ლიზ ტრასი

ლიზ ტრასი, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

​დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება და მოუწოდებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის ხანა დასრულდა.

ტრასის განცხადებით, დრო აღარ არის „ცრუ კომფორტისთვის“, რადგან რუსეთი არ იხევს უკან.

მისი თქმით, რუსეთს კიევიდან ჯარები რეალურად არ გაჰყავს და ის უბრალოდ პოზიციებს იცვლის, რათა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს შეუტიოს.

NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ტრასი კოლეგებს ეტყვის, რომ დროა NATO-მ თავისი პასუხები გაამკაცროს და დაიწყოს სტრატეგიული ქმედება.

„ჩვენ გვჭირდება ახალი მიდგომა ევროპაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც დაფუძნებულია გამძლეობაზე, თავდაცვასა და შეკავებაზე“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა.

ტრასიის თქმით,  ნატო-რუსეთის შეთანხმება, რომელსაც ხელი 1997 წელს მოაწერეს, აღარ არსებობს, მკვდარია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴  ვინ არიან პუტინის შვილები?

🔴 რუსეთი მიზანმიმართულ გენოციდს ახორციელებს - დენის შმიგალი

🔴  აშშ პუტინისა და ლავროვის ოჯახის წევრებს ახალ სანქციებს უწესებს

🔴 „აშშ-ის ჯოჯოხეთურმა სანქციებმა ვერ გაამართლა, ვერ მოახერხეს რუსეთის საბანკო სისტემის პარალიზება - ვიაჩესლავ ვოლოდინი

🔴 „პუტინის კატასტროფის დასაწყისი“ - ფირტაში რუსეთის შეჭრაზე

🔴 რუსი სამხედროები, რომლებმაც ბუჩაში სისასტიკე ჩაიდინეს, უკრაინაში ბრუნდებიან - უკრაინის დაზვერვა

🔴 რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ წლების განმავლობაში გაგრძელდება - ამერიკელი გენერალი