მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვინ არიან პუტინის შვილები?

ეკატერინა და მარია

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, როგორც დაანონსებული იყო, სანქცირებულთა სია გააფართოვა და ახალი სანქციები კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ორ ზრდასრულ შვილს შეეხო. ამის შესახებ BBC იუწყება. 

თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, როგორც პუტინის ორი ზრდასრული შვილი და მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იყვნენ დასახელებული, წინასწარი ინფორმაციით, ისინი არიან მარია ვორონცოვა და კატერინა ტიხონოვა, რომლებიც ვლადიმერ პუტინს ყოფილ მეუღლესთან, ლუდმილა პუტინასგან შეეძინა.

პუტინს საკუთარ ოჯახზე ღიად საუბარი არ უყვარს. პუტინმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ის თავისი ქალიშვილებით ამაყობს, თუმცა დეტალებზე მას არ უსაუბრია. 

აღსანიშნავია, რომ პუტინის არცერთი ქალიშვილი მამის გვარს არ ატარებს. 

მარია ვორონცოვა დაიბადა 1985 წელს, არის ენდოკრინოლოგი და სამედიცინო კომპანიის თანამფლობელი. 1986 წელს დაბადებული ტიხონოვა აკადემიასა და ბიზნესშია. ის ასევე ნიჭიერი მოცეკვავეა და მონაწილეობდა საერთაშორისო როკენროლის კონკურსებში.

თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ეს პირები რუსი ხალხის ხარჯზე გამდიდრდნენ“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

📣 რუსეთი მიზანმიმართულ გენოციდს ახორციელებს - დენის შმიგალი

📣  აშშ-მა სანქციები მოსკოვის მერსაც დაუწესა

📣 აშშ პუტინისა და ლავროვის ოჯახის წევრებს ახალ სანქციებს უწესებს

📣 „ბუჩაში მომხდარ დანაშაულში თანამონაწილეობაში ამერიკულ მედიას ვადანაშაულებ“ - მარია ზახაროვა

📣 პუტინმა შესაძლოა, კვლავ სცადოს კიევზე თავდასხმა - CNN

📣 მთელი თქვენი ფული დასავლეთშია, ის უკრაინის აღდგენას მოხმარდება, მინდა არც რუსეთისთვის დაზოგოთ თანხა - კანდელაკი რუს ოლიგარქებს

📣 რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ წლების განმავლობაში გაგრძელდება - ამერიკელი გენერალი

📣 „სასაფლაოზე რომ ვიქნები, იქიდანაც მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში და სიგნალებს მოგაწვდით“ - ვლადიმერ ჟირინოვსკის ცნობილი ფრაზები

📣 ბელარუსში ცეცხლი გაუხსნეს მოქალაქეებს, რომლებიც რუსული ტექნიკის უკრაინაში გადასროლას ხელს უშლიდნენ