მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სექსუალური ძალადობა რუსეთის მიერ ომის იარაღადაა გამოყენებული“ - ჯოზეფ ბორელი

ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინის ომში რუსეთის სექსუალურ ძალადობას იარაღად იყენებს. მისი თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას და იარაღით მომარაგებას. 

„სექსუალური ძალადობა რუსეთის მიერ ომის იარაღადაა გამოყენებული. რუსეთი განაგრძობს საკვების კრიზისის შექმნას, ცეცხლი უკიდია უკრაინულ ხორბალს. გრძელდება ხორბლის ექსპორტის ბლოკირება. რუსეთი პასუხისმგებელია მსოფლიოში შიმშილზე. მინისტრები თანხმდებიან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის გაძლიერებასა და უკრაინის გვერდით დგომის აუცილებლობაზე. ევროკავშირი იქნება უკრაინის გვერდით თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

უკრაინას სჭირდება მეტი იარაღი და ჩვენ უკრაინას იარაღით მოვამარაგებთ. ომი გრძელდება და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ, შევთავაზე მომდევნო ტრანში. ეს არის პოლიტიკური შეთანხმება და გადაწყვეტილებას მომდევნო დღეებში მიიღებენ, მაგრამ დღეს მინისტრები ამაზე დათანხმდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი ელოდებოდა ჩვენს გადაღლას. პუტინი ელოდებოდა დემოკრატიით გადაღლასაც. პუტინი ფიქრობს, რომ დემოკრატიები სუსტია, ერთი ახალი ამბავი მეორე ახალ ამბავს ფარავს. მე კი ასე ვიტყოდი, ევროპული საზოგადოება არ დაუშვებს გადაღლას. ევროპული საზოგადოება და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გააგრძელებენ უკრაინის გვერდით დგომას და არ შეცვლიან მიღებულ გადაწყვეტილებებს. ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება სანქციებზე და ვართ ამ პოლიტიკის ერთგული. ვაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლას“, - განაცხადა ბორელმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 აზერბაიჯანი ევროკავშირს წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის - მხარეებმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს

👉 ვიქტორია სპარცის განცხადება უკრაინიდან იარაღის სირიაში ან მექსიკაში მოხვედრის შესახებ რუსეთის ნარატივს ემთხვევა - დმიტრო კულება

👉 „საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანი“ - ამერიკელი კონგრესმენი ვოლოდიმირ ზელენსკის აპარატის უფროსს გადადგომისკენ მოუწოდებს

👉 ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტზე შეთანხმდა - სანქცია ამჯერადაც არ ეხება „გაზპრომბანკს“

👉 რუსებმა საკუთარი გამანადგურებელი თვითმფრინავი სუ-34 ჩამოაგდეს - უკრაინული მედია