მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტზე შეთანხმდა - სანქცია ამჯერადაც არ ეხება „გაზპრომბანკს“

დასავლეთი შიშობს, რომ უკრაინის გამარჯვება რუსეთს უფრო არაპროგნოზირებადს გახდის

ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე შესვენების დროს, რომელშიც 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შედიან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შეათანხმეს.

სიარტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ძირითადად უკვე დაწესებული სანქციების გარკვევას ეხება. ახალი შეზღუდვები ენერგომატარებლების ტრანსპორტირებაზე, მაგალითად, სანქციები გაზპრომბანკის მიმართ, არ არის გათვალისწინებული.

„ჩვენ ძალიან მტკიცედ აღვნიშნეთ, რომ თუ სანქციების სიაში გაზპრომბანკის წინააღმდეგ სანქციები მოხვდება, უნგრეთი ვერ შეძლებს მის მხარდაჭერას, ამიტომ სანქციების წინადადება, რომელიც უკვე მიღებულია, არ მოიცავს „გაზპრომბანკს“. არანაირი შეზღუდვა ენერგომატარებლების ტრანსპორტირებაზე“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, სანქციების ახალი პაკეტი შესაძლოა, მოიცავდეს ოქროს ემბარგოსა და ორმაგი დანიშნულების პროდუქტებით ვაჭრობასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამკაცრებას.

გარდა ამისა, ევროკავშირის სანქციების სიას კიდევ 48 ადამიანი და 9 ორგანიზაცია დაემატება, მათ შორის რუსეთის ვიცე-პრემიერი, რამდენიმე პოლიტიკური ლიდერი და „სბერბანკი“.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსებმა საკუთარი გამანადგურებელი თვითმფრინავი სუ-34 ჩამოაგდეს - უკრაინული მედია

👉 „უკრაინელები ზაფხულის ბოლომდე რამდენიმე მიმართულებით კონტრშეტევას დაიწყებენ, უნდა ველოდოთ ცვლილებას სამხედრო დაპირისპირებაში“ - სამხედრო ექსპერტი

👉 „ელემენტარული მანერების არარსებობის გამო ძველი სასახლე გაფუჭებულ პაბად გადააქცია“ - მარია ზახაროვამ ლიზ ტრასს „გაუნათლებელი ქალი“ უწოდა

👉 „მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს, წავალ იქ და გამოვიწვევ მას სასაუბროდ“ - ლიზ ტრასი

👉 „ეს შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი უფრო დიდი ნაბიჯისკენ - ეკატერინეს დანიშვნა პარტიის „ერთიანი რუსეთის“ ხელმძღვანელის პოსტზე“ - პუტინის ქალიშვილი ახალ თანამდებობაზე დაინიშნა