მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანი ევროკავშირს წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის - მხარეებმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ურსულა ფონ დერ ლაიენი. ილჰამ ალიევი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ენერგომიმართულებით სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი გულისხმობს, გაორმაგდეს „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გამტარუნარიანობა ევროკავშირისთვის 2027 წლამდე ყოველწლიურად არანაკლებ 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მისაწოდებლად.

როგორც მემორანდუმშია ნათქვამი, ევროკავშირი და აზერბაიჯანი ემხრობა დაჩქარებულ გადასვლას ენერგიაზე განახლებადი წყაროებიდან და ატმოსფეროში მავნე ემისიების წინააღმდეგ ბრძოლას.

„ევროკავშირი ენერგეტიკის სანდო მომწოდებლებს მიმართავს. აზერბაიჯანი ერთ-ერთი მათგანია. დღევანდელი შეთანხმებით ჩვენ ვიღებ ვალდებულებას, გავაფართოოთ სამხრეთ გაზის დერეფანი, გავაორმაგოთ გაზის მიწოდება აზერბაიჯანიდან ევროკავშირში. ეს კარგი ამბავია გაზის მიწოდებისთვის ამ ზამთარში და მის ფარგლებს გარეთ“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ვიქტორია სპარცის განცხადება უკრაინიდან იარაღის სირიაში ან მექსიკაში მოხვედრის შესახებ რუსეთის ნარატივს ემთხვევა - დმიტრო კულება

👉 „საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანი“ - ამერიკელი კონგრესმენი ვოლოდიმირ ზელენსკის აპარატის უფროსს გადადგომისკენ მოუწოდებს

👉 ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტზე შეთანხმდა - სანქცია ამჯერადაც არ ეხება „გაზპრომბანკს“

👉 რუსებმა საკუთარი გამანადგურებელი თვითმფრინავი სუ-34 ჩამოაგდეს - უკრაინული მედია

👉 „უკრაინელები ზაფხულის ბოლომდე რამდენიმე მიმართულებით კონტრშეტევას დაიწყებენ, უნდა ველოდოთ ცვლილებას სამხედრო დაპირისპირებაში“ - სამხედრო ექსპერტი