მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვიქტორია სპარცის განცხადება უკრაინიდან იარაღის სირიაში ან მექსიკაში მოხვედრის შესახებ რუსეთის ნარატივს ემთხვევა - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამერიკელი კონგრესმენის ვიქტორია სპარცის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ კონგრესს აინტერესებს, რაში იხარჯება უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სახსრები. სპარცის თქმით, შესაბამისი საზედამხედველო სამსახურების არარსებობის გამო აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი შესაძლოა, სირიაში ან მექსიკაში აღმოჩნდეს.

„მე არ ვსაუბრობ რთული სიტყვებით. ეს არის ნარატივი, 100 პროცენტით რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებული. შემდეგ ქალბატონმა სპარცმა თქვა, რომ ეს იარაღი შეიძლება, აღმოჩნდეს სირიაში ან მექსიკაში. მესმის, რატომ. იმიტომ, რომ სიტყვა მექსიკა მუშაობს აშშ-ის საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით. მე არ მაქვს იმის მტკიცების საფუძველი, ავრცელებს თუ არა ის ამ ნარატივს შეგნებულად, თუ შეუგნებლად. მსურს, მკაფიოდ დავაფიქსირო ეს, მაგრამ ის, რომ მისი და რუსეთის ფედერაციის ნარატივი ერთმანეთს ემთხვევა, ეს ფაქტია, რომელიც ყველამ ნახა“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მანამდე, ვიქტორია სპარცმა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსს ანდრეი ერმაკს „საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანი“ უწოდა და გადადგომისკენ მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანი“ - ამერიკელი კონგრესმენი ვოლოდიმირ ზელენსკის აპარატის უფროსს გადადგომისკენ მოუწოდებს

👉 ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტზე შეთანხმდა - სანქცია ამჯერადაც არ ეხება „გაზპრომბანკს“

👉 რუსებმა საკუთარი გამანადგურებელი თვითმფრინავი სუ-34 ჩამოაგდეს - უკრაინული მედია

👉 „უკრაინელები ზაფხულის ბოლომდე რამდენიმე მიმართულებით კონტრშეტევას დაიწყებენ, უნდა ველოდოთ ცვლილებას სამხედრო დაპირისპირებაში“ - სამხედრო ექსპერტი

👉 „ელემენტარული მანერების არარსებობის გამო ძველი სასახლე გაფუჭებულ პაბად გადააქცია“ - მარია ზახაროვამ ლიზ ტრასს „გაუნათლებელი ქალი“ უწოდა