მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შეაჩერე ეს დესტრუქციული და თვითგამანადგურებელი ომი“ - გერმანიის კანცლერი პუტინს

ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას კრემლის ხელმძღვანელს ვლადიმერ პუტინს მიმართა. კანცლერმა პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს დესტრუქციული ომი უკრაინაში.

„შეაჩერე ეს დესტრუქციული და თვითგამანადგურებელი ომი - სასწრაფოდ. გაიყვანეთ თქვენი ჯარები უკრაინიდან“, - განაცხადა შოლცმა.

კანცლერმა, ასევე, დასძინა, რომ გერმანია შოკირებულია ბუჩაში რუსი სამხედროების სისასტიკით.

„ბუჩას საშინელმა კადრებმა ღრმად შეგვძრა ყველა ჩვენგანი. ჯარების გაყვანამდე რუსი ჯარისკაცები ხოცავენ იქ უკრაინელ სამოქალაქო პირებს, მათ შორის, ბავშვებს, ქალებს და მოხუცებს“, - აღნიშნა შოლცმა.

ოლაფ შოლცის თქმით, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.

„მოქალაქეების მკვლელობა ომის დანაშაულია. ნათლად რომ ვთქვათ, ვინც ამის ბრძანება გასცა, პასუხი უნდა აგოს“, - დასძინა შოლცმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 ბუჩას გენოციდის შემდეგ მარიუპოლში რუსებმა „მობილური კრემატორიუმები“ აამოქმედეს - მარიუპოლის საკრებულო

🔴 კრემლმა კიევის რეგიონიდან ძალების გაყვანას „კეთილგანწყობის ჟესტი“ უწოდა

🔴 პუტინის პრესმდივანმა უარყო, რომ რუსეთს ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა სურს

🔴 „აშშ-ის ჯოჯოხეთურმა სანქციებმა ვერ გაამართლა, ვერ მოახერხეს რუსეთის საბანკო სისტემის პარალიზება - ვიაჩესლავ ვოლოდინი

🔴 „რუბეჟნოეს მერი უკრაინელ აქტივისტებს რუს დამპყრობლებს გადასცემს“ - სერგეი გაიდაი

🔴 რუსეთის საელჩომ ბუქარესტის ინციდენტი ბუჩაში მომხდარ პროვოკაციას დაუკავშირა - რუსული მედია

🔴 „პუტინის კატასტროფის დასაწყისი“ - ფირტაში რუსეთის შეჭრაზე

🔴 რუსი სამხედროები, რომლებმაც ბუჩაში სისასტიკე ჩაიდინეს, უკრაინაში ბრუნდებიან - უკრაინის დაზვერვა