მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კრემლმა კიევის რეგიონიდან ძალების გაყვანას „კეთილგანწყობის ჟესტი“ უწოდა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა კიევის რეგიონიდან რუსული ძალების გაყვანას კეთილგანწყობის ჟესტი უწოდა. ამის შესახებ რუსული მედია „რია ნოვოსტი“ წერს. 

„ჩვენ გადავწყვიტეთ, გადაგვედგა ეს ნაბიჯი, როგორც კეთილი ნების ჟესტი, რათა შეგვექმნა მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი პირობები. ჩვენ შეგვიძლია სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება მოლაპარაკებების დროს და ამიტომ პრეზიდენტმა პუტინმა გასცა ბრძანება რეგიონიდან ჯარების გაყვანის შესახებ“, - განაცხადა კრემლის სპიკერმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ მოსკოვს სურს სამხედრო ოპერაციის დასრულება მოლაპარაკებების გზით და დაინტერესებულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დათანხმდეს წამოყენებულ პირობებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 პუტინის პრესმდივანმა უარყო, რომ რუსეთს ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა სურს

🔴 „აშშ-ის ჯოჯოხეთურმა სანქციებმა ვერ გაამართლა, ვერ მოახერხეს რუსეთის საბანკო სისტემის პარალიზება - ვიაჩესლავ ვოლოდინი

🔴 „რუბეჟნოეს მერი უკრაინელ აქტივისტებს რუს დამპყრობლებს გადასცემს“ - სერგეი გაიდაი

🔴 რუსეთის საელჩომ ბუქარესტის ინციდენტი ბუჩაში მომხდარ პროვოკაციას დაუკავშირა - რუსული მედია

🔴 „პუტინის კატასტროფის დასაწყისი“ - ფირტაში რუსეთის შეჭრაზე

🔴 რუსი სამხედროები, რომლებმაც ბუჩაში სისასტიკე ჩაიდინეს, უკრაინაში ბრუნდებიან - უკრაინის დაზვერვა

🔴 რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ წლების განმავლობაში გაგრძელდება - ამერიკელი გენერალი

🔴 მოსკოვში 1 მილიარდი რუბლი მაკდონალდსის ჩასანაცვლებად გამოყვეს