მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის საელჩომ ბუქარესტის ინციდენტი ბუჩაში მომხდარ პროვოკაციას დაუკავშირა - რუსული მედია

ბუქარესტის ინციდენტი

რუმინეთში რუსეთის საელჩომ დაადასტურა ინციდენტი, რომლის დროსაც მამაკაცი დიპლომატიური წარმომადგენლობის კარებს მანქანით დაეჯახა და შეჭრას ცდილობდა, შემდეგ კი თავი დაიწვა. „სიტუაცია ანტირუსულ ისტერიასთან იყო დაკავშირებული“ - ამის შესახებ რუსული  მედია „რია ნოვოსტი“ წერს.

„სამწუხაროდ, უნდა განვაცხადოთ, რომ მძღოლს რა მოტივიც არ უნდა ჰქონოდა, ეჭვგარეშეა, რომ მან ეს ქმედება ჩაიდინა ქალაქ ბუჩაში დადგმულ პროვოკაციასთან დაკავშირებით ანტირუსული ისტერიის აფეთქების გავლენის ქვეშ“, - წერს დიპლომატიური მისია ვებგვერდზე.

ხაზგასმულია, რომ ინციდენტის შედეგად საელჩოსა და რუმინეთის უსაფრთხოების ძალების არც ერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.

როგორც რუსული მედია წერს, მამაკაცი ყვიროდა ლოზუნგებს „უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის წინააღმდეგ“.

ტელეკომპანია Antena 3-ის წყაროების ცნობით, გარდაცვლილის სახელი იყო ბოგდან დრაგიჩი. წინა დღით მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს დედინაცვლის მიმართ ძალადობისთვის, მაგრამ არ დააკავეს, რადგან გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო. გარდა ამისა, მამაკაცი სექსუალური ძალადობის კიდევ ერთ საქმეში იყო ჩართული, მას აეკრძალა ქვეყნიდან გასვლა.

მომხდარს ბუქარესტის პროკურატურა და მეტროპოლიტენის პოლიციის საგამოძიებო სამსახური იძიებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „აშშ-ის ჯოჯოხეთურმა სანქციებმა ვერ გაამართლა, ვერ მოახერხეს რუსეთის საბანკო სისტემის პარალიზება - ვიაჩესლავ ვოლოდინი

🔴 „რუბეჟნოეს მერი უკრაინელ აქტივისტებს რუს დამპყრობლებს გადასცემს“ - სერგეი გაიდაი

🔴 „პუტინის კატასტროფის დასაწყისი“ - ფირტაში რუსეთის შეჭრაზე

🔴 რუსი სამხედროები, რომლებმაც ბუჩაში სისასტიკე ჩაიდინეს, უკრაინაში ბრუნდებიან - უკრაინის დაზვერვა

🔴 რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ წლების განმავლობაში გაგრძელდება - ამერიკელი გენერალი

🔴 მოსკოვში 1 მილიარდი რუბლი მაკდონალდსის ჩასანაცვლებად გამოყვეს

🔴 ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოდან - კულება უკრაინული სამხედრო დაზვერვის ინფორმაციაზე