მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვლადიმერ პუტინი, ახალ დაძაბულობას ორ სკანდინავიურ ქვეყანასთან არ გამორიცხავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

რუსეთს არ აქვს ისეთი პრობლემები შვედეთთან და ფინეთთან, როგორიც უკრაინასთან, თუმცა ამ ქვეყნებში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების შემთხვევაში, მოსკოვი იძულებული გახდება, სარკისებური ზომით უპასუხოს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ჩვენ არაფერი გვაქვს, რასაც შეეძლო ჩვენი შეშფოთება ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით. სურთ მათ, კი ბატონო. თუმცა მათ ძალიან მკაფიო წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ, რომ მათთვის ადრე არავითარი საფრთხე არ იყო, ახლა იქ სამხედრო კონტიგენტებისა და ინფრასტრუქტურის განთავსების შემთხვევაში, ჩვენ იძულებული ვიქნებით, ვუპასუხოთ სარკისებურად და შევქმნათ ისეთივე საფრთხე ტერიტორიებისთვის, საიდანაც ჩვენ გვექმნება საფრთხე“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას.

ამავე თემაზე: 

🔴 პირობები, რომელთა სანაცვლოდაც თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას დათანხმდა

🔴 თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში მიწვევას დათანხმდა

🔴 „დასრულების ვადებზე საუბარი არასწორია“ - ვლადიმერ პუტინი

🔴 ყველაზე დიდი დაბრკოლება გადალახულია - ნატო ორ ახალ წევრს იღებს - BBC