მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვინ ოცნებობს პუტინის „ტახტის“ დაკავებაზე?

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

რუსმა წამყვანმა და პუბლიცისტმა ალექსანდრე ნევზოროვმა განაცხადა, რომ  რუსეთის ფედერაციაში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერხი კირიენკო პუტინის „ტახტის“ დაკავებაზე ოცნებობს.

„შეუძლებელია კირიენკოს არ ესმოდეს, რომ რუსეთი უკრაინაში დანაშაულს სჩადის - ის „საშინელ სპექტაკლს თამაშობს“, -  განაცხადა ალექსანდრე ნევზოროვმა.

ნევზოროვის თქმით, კირიენკოს ჰგონია, რომ „ვამპირის ნიღაბი მოირგო“ და შემდეგ შეძლებს მის გადაგდებას.

„...და ეს უდიდესი შეცდომაა, რადგან ნიღბებს აქვს ერთი თვისება - მოირგებ სახეზე და პუტინის ვამპირის გრიმის ჩამორეცხვა ხომ შეუძლებელია? კირიენკომ არ იცის ეს საიდუმლო. მან ასეთი მცდარი გზა აირჩია“, - მიიჩნევს პუბლიცისტი.

მანამდე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილმა დეპუტატმა ილია პონომარიოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილი კატერინა ტიხონოვა გახდეს. მოგვიანებით, კი დეპუტატმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი თავის პოსტს ქალს არ დაუთმობს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „სერიოზული სანქციები, რომლებიც ნამდვილად „მოკლავს რუსეთის ეკონომიკას“, ჯერ კიდევ წინ არის“ - ზელენსკის მრჩეველი

🔴 პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მხოლოდ სატანისტებს შეუძლიათ - მარია ზახაროვა

🔴 რუსეთი ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადება - ISW

🔴 არ დაგიწყიათ, მაგრამ უკვე ამთავრებთ ამ ყველაფერს - ალექსეი არესტოვიჩი პუტინს

🔴 სამწუხაროდ, ოკუპანტმა ლუგანსკის ოლქის სრული ოკუპაცია მოახდინა - სერგეი გაიდაი