მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

„ის ჭკუიდან შეიშალა ან დემენციის გვიან სტადიაზეა“ - დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენზე

დონალდ ტრამპი, ჯო ბაიდენი

შეერთებული შტატები ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „დონალდ ტრამპის მხარდამჭერების ნაწილი ექსტრემისტია, რაც აშშ-ის დემოკრატიას საფრთხეს უქმნის“.

„ვინმემ უნდა აუხსნას ჯო ბაიდენს ნელა, მაგრამ ვნებიანად, რომ MAGA ნიშნავს - „ამერიკა კვლავ დიადი გავხადოთ“. თუ მას არ სურს, რომ ამერიკა კვლავ დიადი გახდეს, მაშინ ის ნამდვილად არ უნდა წარმოადგენდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს. თუ გადავხედავთ ბაიდენის უხერხულ და გაბრაზებულ სიტყვით გამოსვლას, ის დაემუქრა ამერიკას, მათ შორის სამხედრო ძალის შესაძლო გამოყენებით. ის ჭკუიდან შეიშალა ან დემენციის გვიან სტადიაზეა“, - განაცხადა ტრამპმა.
 

ცნობისთვის, ბაიდენმა განაცხადა, რომ „ტრამპი და „რესპუბლიკელები“ წარმოადგენენ ექსტრემიზმს, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი რესპუბლიკის საფუძველს.  MAGA-ს („გახადე ამერიკა კვლავ დიადი) ძალებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ ეს ქვეყანა უკან დახიონ“.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „რუსეთის პირდაპირი დანებება არ იქნება, პუტინს საკუთარი ხალხი დაამხობს და ეს უახლოეს მომავალში მოხდება“ - რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი

👉 „მაფია რჩება მაფიად, ზურაბიშვილი, ივანიშვილი წარმოადგენენ ერთ დანაშაულებრივ ჯგუფს“ - შალვა ნათელაშვილი

👉 „ლუკაშენკო პუტინის ერთგული მოკავშირეა და ის ყველაფერს გააკეთებს, რასაც პუტინი სთხოვს, გარდა ბელორუსის არმიის უკრაინაში გაგზავნისა“ - ტომ კუპერი

👉 ვაშინგტონი ლაყე კვერცხივითაა, რომელიც ტრამპმა გატეხა და საშუალება მოგვცა გვეგრძნო იმ ყველაფრის სუნი, რაც ვაშინგტონში ხდება - ჯეფ ვან დრიუ

👉 „დაპირების მიუხედავად, ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ჟურნალისტები არ შეუშვეს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი