მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინელები ზაფხულის ბოლომდე რამდენიმე მიმართულებით კონტრშეტევას დაიწყებენ, უნდა ველოდოთ ცვლილებას სამხედრო დაპირისპირებაში“ - სამხედრო ექსპერტი

ტანკი

სავარაუდოა, რომ უკრაინელი სამხედროები ზაფხულის ბოლომდე რამდენიმე ფრონტზე კონტრშეტევას განახორციელებენ. ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა დიმიტრი სნეგირევმა განაცხადა. მისი აზრით, დასავლური იარაღის მიწოდება საშუალებას აძლევს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მოემზადონ კონტრშეტევითი მოქმედებებისთვის.

„ხერსონისა და ხარკოვის მიმართულებით, შეიძლება ითქვას, რომ საოკუპაციო ჯარები გადავიდნენ პასიურ თავდაცვაზე, ისინი აკავებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევას. ამიტომ, უნდა ითქვას, რომ პარტნიორებისგან იარაღის მიღებით, უნდა ველოდოთ ცვლილებას სამხედრო დაპირისპირებაში, ანუ ზაფხულის ბოლომდე უკრაინელი სამხედროების კონტრშეტევას რამდენიმე მიმართულებით“, - განაცხადა მან.

ამასთან, ექსპერტმა დასძინა, რომ დონეცკის მიმართულება ზაფხულის ბოლომდე „მთავარ სამხედრო თეატრად“ დარჩება.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ელემენტარული მანერების არარსებობის გამო ძველი სასახლე გაფუჭებულ პაბად გადააქცია“ - მარია ზახაროვამ ლიზ ტრასს „გაუნათლებელი ქალი“ უწოდა

👉 „მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს, წავალ იქ და გამოვიწვევ მას სასაუბროდ“ - ლიზ ტრასი

👉 „ეს შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი უფრო დიდი ნაბიჯისკენ - ეკატერინეს დანიშვნა პარტიის „ერთიანი რუსეთის“ ხელმძღვანელის პოსტზე“ - პუტინის ქალიშვილი ახალ თანამდებობაზე დაინიშნა

👉 უკრაინელებმა დონეცკისა და ბახმუტის მიმართულებით მტრის თავდასხმები მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

👉 „დენაციფიკაცია გაჩაღებულია“ - მარია ზახაროვა ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებაზე