მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საკვების შესყიდვასთან დაკავშირებული სკანდალის გამო, რეზნიკოვის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

24 იანვარს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვიაჩესლავ შაპოვალოვმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საკვების შესყიდვასთან დაკავშირებული სკანდალის გამო, თანამდებობა დატოვა. მის მოთხოვნას უკვე მხარი დაუჭირა სამინისტროს ხელმძღვანელმა ოლექსი რეზნიკოვმა.

👉 უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მედიის მიერ გამოქვეყნებულ მასალას, რომელშიც უწყების მიერ ჯარისთვის საკვები პროდუქტების ძვირად შესყიდვის შესახებ არის საუბარი, სიცრუე და მანიპულაცია უწოდა

„მიუხედავად იმისა, რომ გამოცხადებული ბრალდებები უსაფუძვლოა, ვიაჩესლავ შაპოვალოვის განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ღირსეული აქტია. ეს დემონსტრირებაა იმისა, რომ თავდაცვის ინტერესები ნებისმიერ კაბინეტსა თუ სკამზე მაღლა დგას“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო, სავარაუდოდ, შეიარაღებული ძალებისთვის საკვებს 2-3-ჯერ მაღალ ფასებში ყიდულობს კიევის სუპერმარკეტებში. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მედიის მიერ გამოქვეყნებულ მასალას, რომელშიც უწყების მიერ ჯარისთვის საკვები პროდუქტების ძვირად შესყიდვის შესახებ არის საუბარი, სიცრუე და მანიპულაცია უწოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რუსები წარუმატებლად ცდილობენ შეტევას ზაპოროჟიეს მიმართულებით - საბრძოლო რუკები

✔️ მოსკოვის  ცენტრში  უკვე განთავსებულია სამი საზენიტო კომპლექსი Pantsir-S1 - RBC-Ukraine

✔️ „ფინეთი და შვედეთი მზად არიან ალიანსს შეუერთდნენ“ - შეერთებული შტატების პასუხი ერდოღანს

✔️ დაპირისპირებული უკრაინელები დამარცხდებიან, 14 იანვრის შემდეგ ჩვენი გამარჯვება გარანტირებულად აღარ გამოიყურება - არესტოვიჩი

✔️ რუსეთს ჯარის 1.5 მილიონ სამხედრომდე გაზრდა, სავარაუდოდ, გაუჭირდება - ბრიტანული დაზვერვა