მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დამპყრობლების თავდასხმა უკრაინის სამხრეთით მოიგერიეს - „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობა

„სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობა

ხერსონის ოლქში, ალექსანდროვკას რაიონში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმა მოიგერიეს. მტერმა უკან დაიხია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია „სამხრეთის“ ოპერატიულ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ უკრაინელმა მებრძოლებმა გაანადგურეს რუსეთის ფედერაციის 28 დამპყრობელი და ხუთი ერთეული ტექნიკა, მათ შორის ჯავშანტექნიკა, საინჟინრო, საავტომობილო და უპილოტო საფრენი აპარატები.

„ნიკოლაევის რეგიონში სარაკეტო და საარტილერიო დარტყმის საფრთხე კვლავ მაღალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ხერსონის რეგიონში მტერი აგრძელებს „ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ბინძურ პროპაგანდას მშვიდობიან მოსახლეობაში“, ხოლო ოკუპირებულ ხაზზე ის თავს იცავს და ცდილობს შეიარაღებული ძალების პოზიციებზე საარტილერიო დარტყმა განახორციელოს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉„მარიუპოლი არ დაცემულა, მარიუპოლი უძლებს“ - ჯონ კირბი

👉რუსი ოკუპანტების აგრესიის შედეგად უკრაინაში 572-ზე მეტი ბავშვი დაშავდა

👉 „გვჯერა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უახლოეს კვირებში მოხდება“ - ზელენსკიმ EU-ს ელჩს კითხვარი გადასცა

👉 გაერო: რუსეთის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებიდან, ქვეყანაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა