მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მარიუპოლი არ დაცემულა, მარიუპოლი უძლებს“ - ჯონ კირბი

ჯონ კირბი

პენტაგონის პრესსპიკერი ჯონ კირბი აცხადებს, რომ მარიუპოლი არ დაცემულა, რუსეთის მხრიდან შეტევის მიუხედავად. 

„ჩვენ კვლავ ვხედავთ რუსეთის ავიადარტყმების და არტილერიის კონცენტრაციას დონბასში და სამხრეთით, განსაკუთრებით მარიუპოლის გარშემო და შიგნით“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ რუსეთს  მათი მზარდი აგრესიული ქმედებების მიუხედავად.

პენტაგონის პრესსპიკერის ცნობით, ისინი ქმნიან პირობებს უკრაინის აღმოსავლეთში უფრო ფართო და ღია თავდასხმებისთვის.

პენტაგონის პრესსპიკერმა, ასევე, აღნიშნა, რონ ამერიკელი სამხედროები მალე დაიწყებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების წევრების მომზადებას აშშ-ის მიერ მიწოდებული საარტილერიო იარაღის გამოყენებაში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „გვჯერა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უახლოეს კვირებში მოხდება“ - ზელენსკიმ EU-ს ელჩს კითხვარი გადასცა

👉 გაერო: რუსეთის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებიდან, ქვეყანაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

👉 „განადგურება, სიკვდილი, აფეთქებები“ - ბელორუსია ევროკავშირის სამ ქვეყანას ომით ემუქრება

👉 უკრაინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ივნისისთვის ელოდება