მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის წინააღმდეგობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფერხებს რუსეთის გეგმებს - ISW

უკრაინელი სამხედროები

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პროუკრაინული ქმედებები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფერხებს რუსეთის გეგმებს ანექსიისა და სრულმასშტაბიანი ადმინისტრაციული კონტროლის შესახებ, - ამის შესახებ ამერიკის ომის კვლევების ინსტიტუტი (ISW) იტყობინება.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინას დაჰპირდა 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას, მათ შორის მოწინავე სარაკეტო სისტემებს, არტილერიასა და საბრძოლო მასალებს. ნატოს წევრებმა განაცხადეს, რომ გააგრძელებენ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების და შორი დისტანციის სისტემების მიწოდებას.

ISW ექსპერტების აზრით, სამხედრო დახმარების ეს რაუნდი ფასდაუდებელი იქნება უკრაინის ოპერაციების მხარდასაჭერად რუსული ჯარების წინააღმდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში, თუმცა უკრაინას დასჭირდება მუდმივი მხარდაჭერა.

ამავდროულად, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთის ჯარებმა შესაძლოა მოაწყონ „ცრუ დროშის“ შეტევა დონეცკის გარშემო პროუკრაინული განწყობის შესაკავებლად.

ასევე, გავრცელებულია ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯარებმა განაგრძეს სახმელეთო იერიშები სევეროდონეცკში და მის გარშემო, მაგრამ 15 ივნისის მდგომარეობით, ჯერ კიდევ არ აუღიათ აზოტის სამრეწველო ქარხანა და სრულად ვერ აკონტროლებდნენ ქალაქს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:  

👉 მტერი არ წყვეტს სევეროდონეცკზე სრული კონტროლის დამყარების მცდელობას - უკრაინული მხარე

👉 უკრაინის ომის შემდეგ მსოფლიო არასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო - პეტრ ფიალა

👉 „მარცვლეულის ექსპორტისთვის უკრაინის პორტების განაღმვა საჭირო არ არის“ - თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

👉 „აზოტი“ იქნება მეორე „აზოვსტალი“ რუსი ოკუპანტებისთვის - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

👉 კრემლს უკრაინაში ომის წარმოების სამი სცენარი აქვს - აშშ-ის დაზვერვა