მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დროა დასრულდეს რუსეთის დამანგრეველი ომი - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბალიში G20-ის მონაწილეებს მიმართა და მათ რუსეთის დამანგრეველი და ბარბაროსული ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, მას სურს, ომი სამართლიანად დასრულდეს.

მან ხაზი გაუსვა, რომ „მინსკი 3“ არ იქნება.

„ჩვენ არ მივცემთ უფლებას რუსეთს გააძლიეროს თავისი ძალები. ახლა არის დრო, როდესაც რუსეთის დამანგრეველი ომი უნდა შეჩერდეს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ  ზელენსკიმ G20-ის სამიტზე განაცხადა, რომ ომი შეიძლება დასრულდეს, თუ რუსეთი გაიყვანს თავის ჯარებს 1991 წლის საზღვრებიდან და გადაიხდის კომპენსაციას მიყენებული ზიანისთვის.

მოგვიანებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის Telegram-ში გამოაქვეყნა ომის დასრულების პირობების სია:

👉 რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება

👉 სურსათის უსაფრთხოება

👉 ენერგეტიკული უსაფრთხოება

👉 ყველა პატიმრის და დეპორტირებულის გათავისუფლება

👉 გაეროს წესდების განხორციელება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო წესრიგის აღდგენა

👉 რუსული ჯარების გაყვანა და საომარი მოქმედებების შეწყვეტა

👉 სამართლიანობის აღდგენა

👉 ანტიეკოციდი

👉 ესკალაციის თავიდან აცილება

👉 ომის დასრულების დაფიქსირება

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ახლა მხოლოდ გიჟს შეუძლია, უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე იფიქროს - ალექსანდრე გრუშკო

✔️ ხერსონიდან უკან დახევის შემდეგ პუტინმა სუროვიკინს დონეცკის ოლქის დაპყრობა დაავალა - ამერიკელი ანალიტიკოსები

✔️ ხერსონის ოლქში მარცხის შემდეგ, რუსეთი დონბასში შეტევას გააძლიერებს - ISW

✔️ ბრიტანეთის პრემიერმა რუსეთს „თაღლითი ქვეყანა“ უწოდა

✔️ პეკინი უკმაყოფილოა მისი სტრატეგიული პარტნიორის რუსეთის ბირთვული რიტორიკით - Reuters