მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 500-მდე სამხედრო და 50 მძიმე ტექნიკაა განთავსებული - უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

რუსი დამპყრობლების მიერ დატყვევებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 500-მდე დამპყრობელი და 50-მდე მძიმე ტექნიკაა განთავსებული. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკო RBC-Ukraine-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ზაპოროჟიეს სადგურზე ვითარება იგივე რჩება - ისინი ფიზიკურად არიან განლაგებული სადგურზე. ეს არის 300-დან 500-მდე სამხედრო მოსამსახურე და დაახლოებით 50 ერთეული მძიმე ტექნიკა სადგურის პერიმეტრზე“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სადგურს ენერგოატომის პერსონალი მართავს. თავად სადგური „მუშაობს, აწარმოებს ელექტროენერგიას, თუმცა შეზღუდულია, რადგან ზოგიერთი ხაზი განადგურებულია“. ახლა ელექტროენერგიის მიწოდება შესაძლებელია მხოლოდ ორი ხაზით.

ასევე, გალუშჩენკოს თქმით, არის ინფორმაცია, რომ ზოგიერთ რუს ენერგეტიკოსს სურს სახლში დაბრუნება, ამის მიზეზები უცნობია, „მაგრამ არის გარკვეული ინფორმაცია, რომ ისინი სადგურის დატოვებას ცდილობენ“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „შეაჩერე ეს დესტრუქციული და თვითგამანადგურებელი ომი“ - გერმანიის კანცლერი პუტინს

🔴 ბუჩას გენოციდის შემდეგ მარიუპოლში რუსებმა „მობილური კრემატორიუმები“ აამოქმედეს - მარიუპოლის საკრებულო

🔴 კრემლმა კიევის რეგიონიდან ძალების გაყვანას „კეთილგანწყობის ჟესტი“ უწოდა

🔴 პუტინის პრესმდივანმა უარყო, რომ რუსეთს ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა სურს

🔴 „აშშ-ის ჯოჯოხეთურმა სანქციებმა ვერ გაამართლა, ვერ მოახერხეს რუსეთის საბანკო სისტემის პარალიზება - ვიაჩესლავ ვოლოდინი

🔴 „რუბეჟნოეს მერი უკრაინელ აქტივისტებს რუს დამპყრობლებს გადასცემს“ - სერგეი გაიდაი

🔴 რუსეთის საელჩომ ბუქარესტის ინციდენტი ბუჩაში მომხდარ პროვოკაციას დაუკავშირა - რუსული მედია