მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახლა მხოლოდ გიჟს შეუძლია, უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე იფიქროს - ალექსანდრე გრუშკო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე ახლა მხოლოდ გიჟს შეუძლია იფიქროს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა. 

მისი თქმით, ნატოს ავიწყდება პრინციპი, რომ არავინ აძლიერებს თავის უსაფრთხოებას სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე.

„ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ არ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ერთმანეთის უსაფრთხოებაზე. თუ ერთი მხარე იტყვის, რომ ეს არ გააკეთო, არ არის საჭირო - უნდა დავსხდეთ და შევთანხმდეთ, როგორ უზრუნველვყოთ როგორც ნატოს, ასევე, რუსეთის უსაფრთხოება, როგორ უზრუნველვყოთ უკრაინის უსაფრთხოება.

ეს არ გაკეთებულა იმ საბაბით, რომ, როგორც ამბობენ, თავად უკრაინას სურდა და ნატომ მხოლოდ სუვერენული სახელმწიფოს მოთხოვნას უპასუხა და ზოგადად ეს იმ პრინციპის ნაწილია, რომ სახელმწიფოები თავად ირჩევენ უსაფრთხოების გზებს“, - აღნიშნა  ალექსანდრ გრუშკომ.

დიპლომატმა განმარტა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება ხელს არ უწყობს თავად ბლოკის უსაფრთხოების განმტკიცებას.

„სხვათა შორის, ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება აუარესებს ნატოს უსაფრთხოებას, რადგან იქმნება 1 200 კილომეტრზე მეტი კონტაქტის ხაზი რუსეთთან, რომელსაც ნატო აცხადებს მთავარ მტრად და თავად ალიანსის საფრთხედ“, - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ხერსონიდან უკან დახევის შემდეგ პუტინმა სუროვიკინს დონეცკის ოლქის დაპყრობა დაავალა - ამერიკელი ანალიტიკოსები

✔️ ხერსონის ოლქში მარცხის შემდეგ, რუსეთი დონბასში შეტევას გააძლიერებს - ISW

✔️ ბრიტანეთის პრემიერმა რუსეთს „თაღლითი ქვეყანა“ უწოდა

✔️ პეკინი უკმაყოფილოა მისი სტრატეგიული პარტნიორის რუსეთის ბირთვული რიტორიკით - Reuters

✔️ „ახლა არის მომენტი, როცა შეუქცევადი გახდა უკრაინის წარმატება მათი ქვეყნის გათავისუფლებისათვის, ისინი იბრძვიან და ათავისუფლებენ საკუთარ ტერიტორიებს“ - ზაზა გოგავა