მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალექსეი არესტოვიჩმა განმარტა, რა აკლია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კონტრშეტევისთვის

ალექსეი არესტოვიჩი

„კონტრშეტევაზე გადასვლისთვის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯავშანტექნიკის სოლიდური რაოდენობა სჭირდება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. 

არესტოვიჩის თქმით, კიევი ჯავშანტექნიკის მიწოდებას ელოდება.

„პარტნიორები უკრაინას აგვისტოს შუა რიცხვებში ან ამ თვის მეორე ნახევარში გადასცემენ ჯავშანტექნიკას იმ ოდენობით, რაც საშუალებას მისცემს გააკეთონ კიდევ უფრო მეტი და საინტერესო. საარტილერიო ცეცხლით ჩვენ მეტ-ნაკლებად გამოვასწორეთ სიტუაცია. ახლა ის რაც ყველაზე მეტად გვჭირდება კონტრშეტევაზე გადასასვლელად, ეს არის ჯავშანტექნიკის სოლიდური რაოდენობა“, - განმარტა ალექსეი არესტოვიჩმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴  საფრანგეთი რუსეთიდან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის უნდა მოემზადოს - ემანუელ მაკრონი

🔴  იტალიის პრემიერი მარიო დრაგი თანამდებობას ტოვებს

🔴  გერმანია დამატებით 1 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად

🔴  რუმინეთში ამერიკული სამხედრო უპილოტო თვითმფრინავი ჩამოვარდა