მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საფრანგეთი რუსეთიდან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის უნდა მოემზადოს - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი გაზს ომის იარაღად იყენებს და საფრანგეთი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ რუსეთი ბუნებრივი აირის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს. წერს უკრაინული მედია Reuters-ზე დაყრდნობით. 

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ ისეთი სცენარისთვის, როდესაც რუსული გაზის გარეშე დავრჩებით“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა. 

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში წარადგენს ენერგომოხმარების შემცირების დეტალურ გეგმას.

მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე  საფრანგეთმა უნდა გააგრძელოს თავისი არმიის გაძლიერება, დააჩქაროს ახალი სამხედრო ტექნიკის წარმოება და შეავსოს საბრძოლო მარაგები.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴  იტალიის პრემიერი მარიო დრაგი თანამდებობას ტოვებს

🔴  გერმანია დამატებით 1 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად

🔴  რუმინეთში ამერიკული სამხედრო უპილოტო თვითმფრინავი ჩამოვარდა

🔴 ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა