მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ რუსეთი SWIFT-დან გაითიშება, ევროპული ქვეყნები რუსულ გაზსა და ნავთობს ვეღარ მიიღებენ“ - რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერი

ნავთობის ჭაბურღილი

„თუ რუსეთი SWIFT-ის საერთაშორისო გადახდის სისტემიდან გაითიშება, ევროპული ქვეყნები რუსულ გაზს, ნავთობსა და სხვა ბუნებრივ რესურსებს ვეღარ მიიღებენ“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა ნიკოლაი ჟურავლევმა განაცხადა

„SWIFT არის ანგარიშსწორების სისტემა, ეს არის სერვისი, ამიტომ, თუ რუსეთი SWIFT-დან გაითიშება, მაშინ ჩვენ ვერ მივიღებთ უცხოურ ვალუტას, ამავე დროს მყიდველები, პირველ რიგში ევროპის ქვეყნები, ვეღარ მიიღებენ ჩვენს საქონელს - ნავთობს, გაზს, სხვა ბუნებრივ რესურსებს. 

SWIFT არის ევროპული კომპანია, ასოციაცია, რომელშიც ბევრი ქვეყანა შედის. გათიშვის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ყველა მონაწილე ქვეყნის ერთობლივი გადაწყვეტილება. აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებები ნამდვილად არ არის საკმარისი. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ სხვა ქვეყნები, განსაკუთრებით ის ქვეყნები, რომლებშიც რუსეთთან ვაჭრობის წილი დიდია, ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ“, - განაცხადა ჟურავლევმა.

2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის SWIFT-დან გათიშვის თემა დასავლეთში აქტიურად განიხილებოდა. 

რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, მოსკოვის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, ბრიტანეთის მთავრობა, შეერთებულ შტატებთან ერთად, რუსეთის SWIFT-დან გათიშვის შესაძლებლობას განიხილავს. 

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴 უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua

🔴 „თუ რუსეთი SWIFT-დან გაითიშება, ევროპული ქვეყნები რუსულ გაზსა და ნავთობს ვეღარ მიიღებენ“ - რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერი

🔴 „ჩვენი არმიის და შეიარაღების შემადგენლობა ალბათ 10-ჯერ უკეთესია ვიდრე, 2014 წელს იყო“ - ლიზა იასკო

🔴 „სრულმასშტაბიანი ომის შანსი ძალიან დაბალია, მაგრამ მოსალოდნელია ლოკალური კონფლიქტი“ - უკრაინელი დიპლომატი

🔴 ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ქვეყნის პრეზიდენტის ნაცვლად უკრაინელებს ბოდიშს უხდის

🔴 ბაიდენი პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას განიხილავს

🔴 უკრაინას ნატოში არაფერი ესაქმება - ხორვატიის პრეზიდენტი

🔴 „ამ მომენტისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო შემოჭრა ფიზიკურად შეუძლებელია“ - უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი

🔴 უკრაინელ სპორტსმენებს პეკინის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების გვერდით დგომას არ ურჩევენ