მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინა თავდაუსხმელობის პაქტის დადებას გვთავაზობს“ - ლუკაშენკო

ბელარუსის არაღიარებული პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ კიევი მინსკს თავდაუსხმელობის პაქტის დადებას სთავაზობს. 

მისივე თქმით, არსებულ შეთავაზებასთან ერთად, უკრაინა კვლავ აგრძელებს „ბოევიკების“ მომზადებას, რომლებიც „ბელარუსის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან“. 

„მე არ ვიცი, რატომ აკეთებენ ამას უკრაინელები. ერთი მხრივ, ისინი გვთხოვენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვიბრძოლოთ უკრაინასთან, გვეუბნებიან, რომ ჩვენი ჯარები იქ არ გადავიდნენ. ისინი გვთავაზობენ თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმებას. მეორე მხრივ კი აგრძელებენ ბოევიკების მომზადებას, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას პოტენციურ საფრთხეს უქმნიან“, - განაცხადა ლუკაშენკომ. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 აშშ და ისრაელი უდიდეს სამხედრო წვრთნებს ახორციელებენ - CNN

👉 ნატო უნდა დაეხმაროს რუსეთის დამარცხებას ბრძოლის ველზე - სტოლტენბერგი უკრაინის იარაღზე

👉 რუსეთმა შესაძლოა, შეტევითი მოქმედებები უახლოეს თვეებში დაიწყოს - ISW

👉 პასუხი რუსეთს: ესტონეთმა რუსეთის ელჩი გააძევა

👉 თუ ახლა უნდათ დასვენება, სახელმწიფო სამსახურის გარეთ დაისვენონ, ოფიციალური პირები ვეღარ შეძლებენ საზღვარგარეთ წასვლას შვებულებაში - ვოლოდიმირ ზელენსკი