მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოევიკებმა ლუგანსკის სოფელი დაბომბეს - არიან დაშავებულები (ვიდეო)

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის სოფელი დაბომბეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების მძიმე არტილერიამ ლუგანსკის სოფელი სტანიცია ლუგანსკა დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო Unian-ი ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, საარტილერიო იარაღის გამოყენების შედეგად ჭურვები საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა. 

წინასწარი ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. 

უკრაინული მედია წერს, რომ სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს. 

გაერთიანებული ძალების ოპერაციის სამხედროებმა მშვიდობიანი მოქალაქეები თავშესაფარში გადაიყვანეს. 

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს აღნიშნული სოფელი ერთ-ერთი ადგილი გახდა, საიდანაც მინსკში გაფორმებული შეთანხმებების შედეგად სამხედრო ტექნიკა გაიყვანეს. ამ დროისთვის სადემარკაციო ხაზთან ქვეითთა ​​საგუშაგოა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ  „უკრაინა აანალიზებს ყველა რისკს და მაქსიმალურად ემზადება რუსეთის ფედერაციის მხრიდან შესაძლო ესკალაციისთვის“. 

 

ამავე თემაზე: 

🔴 რუსეთმა უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების რაოდენობა გაზარდა - თეთრი სახლის ადმინისტრაცია

🔴 „ომი რვა წელია გრძელდება, ჩვენ გავძლიერდით ამდენივეჯერ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

🔴 „ეს არ არის 1940-იანი წლების ისტორიები, ეს არის ევროპა 2022 წელს და ეს ხდება რუსეთის ხელმძღვანელობისგან“ - ევროკომისიის პრეზიდენტი

🔴 ნატო: რუსეთის ნებისმიერი შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ მასიური შედეგების მომტანი იქნება და მაღალი ფასი ექნება