მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბოლოს და ბოლოს, ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ კატლეტები და რულეტები“ - მედვედევი MCdonald's-ის გადაწყვეტილებაზე

რუსეთის ექსპრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი რუსული ბაზრიდან უცხოური კომპანიების გასვლასა და მაკდონალდსის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთს ამ კრიზისის დაძლევა შეუძლია. ამის შესახებ მან VKontakte-ს საკუთარ გვერდზე დაწერა. 

მედვედევის თქმით, გადაწყვეტილებებს, რომლებიც მსოფლიო დონის ბრენდებმა მიიღეს, არანაირი კავშირი არ აქვს ბიზნესთან და ეს ყველაფერი, წმინდა პოლიტიკაა.

„ვაშინგტონი და ბრიუსელი, ვერ წყნარდებიან, სულ უფრო და უფრო სულელურ აკრძალვებს აწესებენ, რადგან რუსეთს ნამდვილად ვერ უპასუხებენ. ისინი სასაცილოები არიან. მათ სურთ, რომ კერძო კომპანიებმა მონაწილეობა მიიღონ ამ სულელური შეზღუდვების აღლუმში“, - წერს მედვედევი.

„ბოლოს და ბოლოს, შესანიშნავი ხარისხის კატლეტებს და რულეტებს  ვაწარმოებთ და თან ვიცით როგორ გავაკეთოთ ეს. სხვათა შორის, ეს ყველაფერი სანქციების ქვეშ მყოფ ბიზნესმენებსაც შეეძლოთ“, - დასძინა მედვედევმა.

ამავე თემაზე: 

✔️ ზახაროვა ევროპას - როდის გაჩერდებით?

✔️ „რუსეთი უკრაინას თავს არ დასხმია“ - სერგეი ლავროვი

✔️ რუსმა ოკუპანტებმა ოდესის შტურმი გადაიფიქრეს - ოდესის სამხედრო ადმინისტრაცია

✔️ რა არის თერმობარული იარაღი და როგორ მუშაობს ის?

✔️ პუტინმა უკრაინაში ოთხი დიდი შეცდომა დაუშვა - სტივენ პაიფერი

✔️ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს „გაყინავს“, ეს 10 დღის საქმეა - Bellingcat

✔️ „უზარმაზარი დანაკარგის გამო, რუსულ ჯარში პანიკაა“ - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

✔️ რუსებმა ირპენის მერს სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ ქალაქის დათმობა შესთავაზეს - რა პასუხი მიიღეს მათ