მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ესტონეთმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები გადასცა

ესტონეთმა უკრაინას ჯაველინები გადასცა

ესტონეთმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები,  Javelin-ები გადასცა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

უკრაინისთვის მიწოდებული ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ის ამერიკული წარმოებისაა. მანამდე აშშ-მა ბალტიის ქვეყნებს უკრაინისთვის ამერიკული იარაღის გადაცემის ნებართვა მისცა.

„ეს ესტონეთის მხრიდან მცირე ნაბიჯია უკრაინის მხარდასაჭერად, მაგრამ რეალური ქმედებაა რუსეთის აგრესიისგან უკრაინის დასაცავად“, - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის ძალების სარდალმა მარტინ ჰერემმა.

თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა ესტონეთს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა - „ჩვენ ვხედავთ, რომ მარტოები არ ვართ“.

ლიეტუვა და ლატვია უკრაინისთვის ამერიკული გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, Stinger-ების მიწოდებასაც აპირებს. გარდა ამისა, ესტონეთი კიევისთვის საბჭოთა წარმოების 122 მმ-იანი ჰაუბიცების გადაცემას აპირებს, რომელიც ის თავის დროზე ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიიდან მიიღო.  შესაბამისი განაცხადი ესტონეთმა გერმანიას გაუგზავნა, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღია.

ცნობისთვის, აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო დღეებში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. უკრაინის შეიარაღებული ძალები პრორუსი სეპარატისტების მხრიდან საარტილერიო ცეცხლის შესახებ იუწყებიან, რასაც ერთი უკრაინელი სამხედრო უკვე ემსხვერპლა.

თავის მხრივ სეპარატისტები, ვითარების დაძაბვაში და ცეცხლის გახსნაში უკრაინულ ჯარს ადანაშაულებენ. მეორე დღეა დონეცკის და ლუგანსკის ოლქებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. სეპარატისტებს ის რუსეთის ტერიტორიაზე, როსტოვის ოლქში გაჰყავთ.

ამასთანავე როგორც PIA.GE-ს ადგილობრივმა მოსახლეობამ აცნობა, ევაკუაცია ნებაყოფლობითია და სურვილის შემთხვევაში ადამიანებს დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში დარჩენა შეუძლიათ.

ამავე თემაზე: 

📎 ევროკავშირი ბელორუსს სანქციებს დაუწესებს, თუ ის უკრაინაზე თავდასხმაში მიიღებს მონაწილეობას

📎 დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკებში“ მობილიზაცია გამოცხადდა

📎 დონბასში უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

📎 აშშ უკრაინის ბანკებზე კიბერშეტევაში რუსეთს ადანაშაულებს

📎 ბაიდენი - რუსეთი შეტევას პირდაპირ კიევის მიმართულებით განახორციელებს

📎 დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის დავალებით დონეცკიდან როსტოვში გადასულ თითოეულ დევნილს 10 ათას რუბლს გადაუხდიან