მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირი ბელორუსს სანქციებს დაუწესებს, თუ ის უკრაინაზე თავდასხმაში მიიღებს მონაწილეობას

ევროკავშირი ბელორუსს სანქციებს დაუწესებს

ევროკავშირი ბელორუსის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს, მათ შორის ეკონომიკურ ზომებს. მინსკის წინააღმდეგ სანქციები დაწესდება, თუ ის უკრაინაზე თავდასხმაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. 

„დიახ, ჩვენ განვიხილავთ სანქციებს ბელორუსის წინააღმდეგ, თუ ის მიიღებს მონაწილეობას უკრაინაზე თავდასხმაში“, - განაცხადა ოფიციალურმა წყარომ.

DW-ს წყაროს თქმით, რომელიც ევროკავშირის მაღალჩინოსანია, ლუკაშენკო უფლებას აძლევს რუსეთს თავისი ტერიტორიები უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს. 

„ახლა ჩვენ ვართ ამ ეპოსის მესამე თავში. კერძოდ, რომ ლუკაშენკო ანიჭებს რუსეთს თავისი ქვეყნის ტერიტორიას, უკრაინის წინააღმდეგ პოტენციური აგრესიისთვის“, - განაცხადა წყარომ. 

ამავე თემაზე: 

📎  ბაიდენი - რუსეთი შეტევას პირდაპირ კიევის მიმართულებით განახორციელებს

📎 დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის დავალებით დონეცკიდან როსტოვში გადასულ თითოეულ დევნილს 10 ათას რუბლს გადაუხდიან

📎 დონეცკის ოლქში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა

📎  დონეცკში მთავრობის შენობასთან მანქანა აფეთქდა

📎 „რუსულმა სპეცსამსახურებმა შეიძლება, სამოქალაქო კოლონები ჩაცხრილონ, რომლებიც დონბასს ტოვებენ“ - უკრაინის რადას დეპუტატი