მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირი მოლდოვას დამატებით სამხედრო აღჭურვილობას მიაწვდის

მოლდოვის დროშა

ევროკავშირი აპირებს მოლდოვას დამატებითი სამხედრო აღჭურვილობით დაეხმაროს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მოლდოვაში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იუწყება European Pravda.

„ჩვენ დავეხმარებით მოლდოვას. გასულ წელს ჩვენ გამოვაცხადეთ 7 მილიონი ევროს მხარდაჭერა არმიის სამედიცინო და შიდა საჭიროების აღჭურვილობისთვის“, - განაცხადა შარლ მიშელმა. 

მან არ დააკონკრეტა რა თანხებზეა საუბარი და რა ტიპის სამხედრო აღჭურვილობა მიეწოდება. 

მედიასაშუალება წერს, რომ არაღიარებულ დნესტრისპირეთში თავდასხმების სერია გრძელდება. ნატო ელოდება შემდგომ პროვოკაციებს არაღიარებულ დნესტრისპირეთში და მიიჩნევს, რომ მათი მიზანია უკრაინისთვის პრობლემების შექმნა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

👉 შოიგუს თქმით, მარიუპოლს რუსეთის სამხედრო ძალები აკონტროლებენ

👉 ოკლაჰომას გუბერნატორმა აბორტის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა

👉 „სბერბანკის“ გარდა, ევროკავშირი მოსკოვის საკრედიტო ბანკსა და „როსსელხოზბანკს“ SWIFT-ისგან გათიშავს

👉 ევროკავშირმა SWIFT-დან 7 რუსული ბანკი გათიშა

👉 რუსეთში პილოტების დეფიციტის მაღალი რისკი დგას - კომერსანტი