მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკლაჰომას გუბერნატორმა აბორტის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა

აბორტის აკრძალვა ოკაჰომას შტატში

ოკლაჰომას გუბერნატორმა კევინ სტიტმა აბორტის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა. კანონპროექტი ტეხასის საკამათო კანონპროექტის მსგავსია. ამის შესახებ abcnews იუწყება. 

„კანონპროექტი ცნობილია როგორც  SB 1503. კანონპროექტის თანახმად, იკრძალება აბორტი ნაყოფის გულისცემის გამოვლენის შემდეგ, რაც ჩვეულებრივ დაახლოებით ექვსი კვირის განმავლობაში ხდება. არის გამონაკლისები, როდესაც დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ასევე, როდესაც საუბარია გაუპატიურებაზე ან ინცესტზე“, - წერს მედიასაშუალება. 

ამავე ინფორმაციით, კანონპროექტი, ასევე, საშუალებას აძლევს ნებისმიერ კერძო მოქალაქეს უჩივლოს მას, ვინც აბორტს ახორციელებს ან გეგმავს რომ ორსულს აბორტი გაუკეთოს. 

ასეთი პირები 10,000 აშშ დოლარის ოდენობით დაჯარიმდებიან. 

გუბერნატორის განცხადებით ის ამაყია იმით, რომ კანონპროექტს ხელი მოაწერა. 

„ჩვენ გვინდა, რომ აბორტი ოკლაჰომას შტატში აკრძალული იყოს“, - დასძინა გუბერნატორმა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

👉 „სბერბანკის“ გარდა, ევროკავშირი მოსკოვის საკრედიტო ბანკსა და „როსსელხოზბანკს“ SWIFT-ისგან გათიშავს

👉 ევროკავშირმა SWIFT-დან 7 რუსული ბანკი გათიშა

👉 რუსეთში პილოტების დეფიციტის მაღალი რისკი დგას - კომერსანტი

👉  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 627-ზე მეტი ბავშვი დაშავდა

👉  ჩრდილოეთ კორეამ წელს მე-14 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა