მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირმა შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი შეარბილოს - Bloomberg

სანქციები რუსეთის წინააღდმეგ

ევროკავშირი შესაძლოა, ნავთობის ექსპორტთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტში არსებული შეზღუდვების შესუსტებას დათანხმდეს, - ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით იუწყება. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბლოკი აპირებს, რომ ევროკავშირის საკუთრებაში არსებული გემებით რუსული ნავთობის მესამე ქვეყნებში ტრანსპორტირების დაგეგმილი შეზღუდვა გააუქმოს.  

მესამე ქვეყნებში ექსპორტის შესახებ დებულებაზე უარის თქმას დაჟინებით მოითხოვდა საბერძნეთი, რომლის ეკონომიკა დიდწილად ამ პროცესზეა დამოკიდებული.

აღნიშნული შეზღუდვის მიღების შემთხვევაში რუსული ექსპორტი მნიშვნელოვნად დაზარალდებოდა, რადგან ბერძნები მსოფლიოში, სიმძლავრის მხრივ, ნავთობის ტანკერების მეოთხედზე მეტს ფლობენ.

წინადადების უარყოფის მთავარი მიზეზი G7-ის ქვეყნებს შორის ერთიანი პოზიციის არარსებობა გახდა.  

ასევე დაგაინტერესებთ:

✔️ 11 მაისს რუსები „აზოვსტალში“ ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად ემზადებიან - უკრაინელი დეპუტატი

✔️ რუსეთმა შავ ზღვაში კალიბრის ტიპის საზღვაო საკრუიზო რაკეტების რაოდენობა გააორმაგა - ალექსანდრე მოტუზიანიკი

✔️ „რუსეთი დონბასის პრობლემას მშვიდობიანად გადაწყვეტდა, ამის საშუალება რომ მისცემოდა“ - ვლადიმერ პუტინი

✔️ „შეიძლება უმართავი გახდეს“ - ჩინეთის პრეზიდენტი უკრაინა-რუსეთის ომზე

✔️ „ყველაზე ცუდ სიზმარშიც შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ უკრაინაში ნაციზმი კვლავ ასწევდა თავს“ - ალექსანდრე ლუკაშენკო