გერმანიის რკინიგზა მარცვლეულის ექსპორტში უკრაინის დახმარებას გეგმავს. ინფორმაციას უკრაინული მედია DW-ზე დაყრდნობით წერს.
„შიმშილობის საფრთხისა და მსოფლიო ბაზრებზე მილიონობით ტონა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის უზარმაზარი საჭიროების გათვალისწინებით და ფედერალურ მთავრობასთან კოორდინაციით, ვგეგმავთ უკრაინის დახმარებას. მიზანია სტაბილური კავშირი ჩრდილოეთის, შავი და ხმელთაშუა ზღვის საზღვაო პორტებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
25 მაისს რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში გახსნის ჰუმანიტარულ დერეფანს უკრაინული მარცვლეულის გასატანად შავი ზღვის გავლით, თუ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოიხსნება.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დმიტრო კულება აცხადებს, რომ არ უნდა დაემორჩილონ რუსეთის შანტაჟს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
👉 რუსეთში იმპორტირებული ლუდის გაყიდვები 30%-ით შემცირდა - კომერსანტი
👉 არავის აქვს ზუსტი პროგნოზი, როდის დასრულდება ომი - იენს სტოლტენბერგი
👉 ოკუპანტებმა ლისიჩანსკი და სევეროდონეცკი დაბომბეს - არის მსხვერპლი
👉 რა იცი საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ - ქვიზი
👉 აგრესორები ლიმანზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობენ - უკრაინული მხარე